მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდიდან ივანიშვილისთვის კიდევ რამდენიმე ხე მზადდება

ზუგდიდიდან ივანიშვილისთვის კიდევ რამდენიმე ხე მზადდება

Published on

სამეგრელოდან გურიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის აგარაკზე კიდევ რამდენიმე ხის წაღება იგეგმება. ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი იუსტიციის სახლის წინ მდებარე ძველი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე ხის ამოღება დაწყებულია, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მას შეკვეთილში გადაიტანენ. კიდევ რამდენი ხის ტრანსპორტირება იგეგმება შეკვეთილში ან  როდემდე გაგრძელდება პროცესი, ადგილზე დასაქმებულები განმარტებებს არ აკეთებენ." ივანიშვილისთვისაა გამზადებული, კი, რამდენი მიაქვთ არ ვიცი…მე  ხვალ ვიწყებ მუსაობას, მიმიქციეთო ყურადღება თუ ვინმე მოვიდაო, ასემითხრეს და რომ გნახეთ, მოვედი, მეტი არაფერი არ ვიცი…აქაურები ამბობენ, რომ ბიძინას მიაქვსო, მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს"- ამბობს მამუკა თოდუა.
 
 
ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც უამრავი ხე ხარობდა, გაჩანაგებულია და ფაქტიურად ჰაერი არ არის. "ივანიშვილს უნდა ყველაფერი, იმას აქვს ფული და იყიდა მტელი საქართველო, ჩვენ ჰაერიც არ გვაქვს, იმდენი ხე იყო აქ და ზოგი მოჭრეს, ზოგი კიდევ იმას მიაქვს.."- გვითხრა დალი სხულუხიამ. .ტერიტორია, სადაც ხეები იჭრება და თან ივანიშვილისთვის მზადდება, კერძო პირს ეკუთვნის.  აღნიშნული ტერიტორია 660 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში  კერძო პირის   გრიგოლ კარანაძის საკუთრებაა. მიწა და სიახლოვეს მდებარე  ნაგებობა კარანაძემ მოქალაქე ვალიკო აბსანძის კომპანიისგან, შპს „სპორტისა და ტურიზმის სამყაროსგან“ 2017 წლის სექტემბერში შეიძინა.ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალწლიანი ხეების მოჭრის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გასული წლის ნოემბერში განთავსდა რასაც  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული სამმართველო გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორია, სადაც ხეები მოჭრეს, კერძო საკუთრებაა, შესაბამისად ამ შემთხვევაში არანაირი რეგულაცია დაწესებული არ არის
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...