ხმაური მოყვა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეძახილებით შეხვდნენ. საქმის პროკურორს ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები შეძახილებით შეხვდნენ. მათ პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს. პროკურორს სასამართლოს დატოვება მანდატურების თანხლებით მოუწია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ისინი პოლიტიკურ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება.
სიახლეები
საზოგადოება
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...
სიახლეები
პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი
მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...
სიახლეები
რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს
რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...
სიახლეები
ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე
თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...