მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი უსრულდება, მაგრამ ამ დღის საზეიმო აღნიშვნაზე...

დღეს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი უსრულდება, მაგრამ ამ დღის საზეიმო აღნიშვნაზე უარი თქვა

Published on

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. მას 85 წელი უსრულდება, მაგრამ,  გავრცელებული ცნობით, დღეს საპატრიარქოში ტრადიციული მიღება არ გაიმართება
 პატრიარქმა დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი თქვა და განმარტა, რომ ზარ-ზეიმით დაბადების დღის აღნიშვნის დრო და საშუალება ახლა არ არის. 
 
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. 
"დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია.
მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. 
ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.
მინდა ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", – წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე.
 

საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2 ტიტულარულია. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
 
.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დღეს მისი პირადი ექიმი მანანა შეროზია მივიდა. მისი თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილია. 
კომენტარები პატრიარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმაც (გამრეკელიძე) გააკეთა.
,,პატრიარქი სავსებით კარგად გრძნობს თავს და შობას სამების ტაძარში  მსახურებაზე იქნება, იქნება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც“ – განუცხადა მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებს 
 
 
 
 
 

სიახლეები

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...

არ გვინდა გავხდეთ ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს-კობახიძე

იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის...

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...