მთავარისიახლეებისაზოგადოებათემირლან მაჩალიკაშვილი ისევ უგონოდააა. ოჯახი მის გადაყვანას გერმანიაში ან თურქეთში აპირებს,...

თემირლან მაჩალიკაშვილი ისევ უგონოდააა. ოჯახი მის გადაყვანას გერმანიაში ან თურქეთში აპირებს, თუმცა ტრანსპორტირება ჯერჯერობით სახიფათოა

Published on

პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. იგი უგონო მდგომარეობაშია.
 
19 წლის ახალგაზრდას ოჯახი, შეერთებული შტატებიდან ქართველი მედიკოსის ჩამოსვლას ელოდება.
 

მაჩალიკაშვილის დედის მედიკო მარგოშვილის განცხადებით, ,, ადგილობრივი  ექიმები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა შედეგი ჯერჯერობით, არ არის.  თუ უცხოელმა და ადგილობრივმა ექიმებმა ნება დართეს, ოჯახი დაჭრილის გერმანიაში ან თურქეთში გადაყვანას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება არ შეიძლება. 
 
პარალელურად, მაჩალიკაშვილები ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდებიან.
 
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, მაგრამ ხელისუფლება დუმს. უმისამართო ტყვიამ შეიწირა, სადღაც რაღაც გამოიგონეს, სურათი გადაუღეს, ტელეფონის ნომერი გადააკეთეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი ეს უსასტიკესი დანაშაული გამოასწორონ," – აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.
 
უხუცესთა საბჭოში პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-ის ვერსიის აღარ სჯერათ. საბჭო ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო პასუხისმგებლობის აღებას ძალოვანი უწყებებისგან ითხოვს 
„მე ჩემი ქისტების მჯერა. ვდგავარ იმ პოზიციაზე, სადაც ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა დგას. მე ვფიქრობ, რომ ისინი საერთოდ კავშირში არ არიან ამ საქმესთან,“ – განაცხადა პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრმა ელიზბარ მარგოშვილმა. .

 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

სიახლეები

ღამით დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს – დაიკეტა “ვნუკოვო”

გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი...

თეატრალურის სტუდენტებს სტატუსს აღარ შეუწყვეტენ

თეატრალურის სტუდენტებმა უკვე მიიღეს მეილზე შეტყობინება რექტორის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სტატუსს აღარ შეუწყვეტენ, თუმცა...

ტრამპის წარმომადგენელი მოსკოვიდან აშშ-ში ბრუნდება

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი მოსკოვში რუსულ მხარეს შეხვდა....

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...