მთავარისიახლეებისაზოგადოებასიბერის ნუ შეგეშინდებათ, თუ იგი ტკბილი იქნება და მით უფრო, თუ სულაც...

სიბერის ნუ შეგეშინდებათ, თუ იგი ტკბილი იქნება და მით უფრო, თუ სულაც დააგვიანებს

Published on

დიდ ბრიტანეთში ლანკასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიაბეტის მკურნალობისას გამოყენებული პრეპარატი შესაძლოა ასაკთან დაკავშირებული დაავადებების დროს, მათ შორის ალცჰაიმერის წინააღმდეგაც გამოიყენონ. სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Brain Research-ი. ინფორმაციას კი Eurekalert-ი ავრცელებს.
 
ექსპერიმენტში ტრანსგენური თაგვები გამოიყენეს, რომელთა დნმ-ში ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე პასუხისმგებელი გენების ვარიანტები არსებობდა.
 
ნეიროდეგენერაციის გვიან ეტაპზე, თაგვების სხეულში GLP-1, GIP -ის და გლუკაგანის სამმაგი დოზა შეიყვანეს. ალცჰაიმერის დაავადების დროს, ადამიანის ტვინში, ამ ნაერთების დეფიციტია.
 
შედეგების მიხედვით, პრეპერატებმა ტვინში შეამცირა სტრესი და შეანელა ასევე ნერვული უჯრედების კვდომა. აღმოჩნდა, რომ ეს პრეპარატები მეხსიერების გაუმჯობესებასაც უწყობენ ხელს.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...