მთავარისიახლეებიეკონომიკა,,ვაშა, ამხანაგებო, ახალ წელს შუქი გვექნება!'' - რას წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში

,,ვაშა, ამხანაგებო, ახალ წელს შუქი გვექნება!” – რას წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში

Published on

,,საახალწლოდ და არამარტო საახალწლოდ ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მე ვესტუმრე ჩვენი ქვეყნის მთავარ სადისპეჩეროს, სადაც მივიღე სრული გარანტიები, რომ ახალ წელს ვიქნებით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი. ”- განაცხადა ქვეყნის პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ოფისში სტუმრობის შემდეგ.

ვიცეპრემიერი  ალბათ განსაკუთრებულ მადლობებს ელის საქართველოს მოსახლეობისგან იმისათვის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, ახალ წელს ბნელში არ შეხვდება, მაგრამ საკითხავია, რა ვუყოთ განცხადებებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ კეთდებოდა ,,ქართული ოცნების'' მხრიდან ( და ეს შევარდნაძისდროინდელი სიბნელის შემდეგ) : რატომ უნდა ვიყოთ მადლობელი და რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ ოცდამეერთე საუკუნეში შუქი გვაქვს?

ცალკე საკითხია დენის საფასურის გაზრდა, რომელიც დღევანდელმა  ხელისუფლებამ  საახალწლოდ მოისაზრა და მოახერხა , აკი  დენის გაიაფებას გვპირდებოდა იმ თანხის ხარჯზე, რომელსაც, თურმე ნუ იტყვით,  მიხეილ სააკაშვილი იჯიბავდა? 

ან იქნებ რაღაც არ ვიცით, და მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავისი ყოფნის ხარჯებსაც ჩვენი ჯიბიდან იღებს დღემდე ელექტროენერგიის საფასურის გაძვირების გზით?

რაც შეეხება კატასტროფულად  მომატებულ ფასებს სურსათზე,  ,, ქათმის ის ბარკლები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი ითვისებდა, ალბათ სულ დღევანდელი ხელისუფლების საახალწლო სუფრებზე დაიყარა, რადგან ხალხმა ეს დიადი ცვლილება თავის თავზე ვერ იგრძნო'' – წერენ აღშფოთებული მოქალაქეები სოციალურ ქსელში. 

 

 

სიახლეები

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...