მიხეილ სააკაშვილის ერთი კვირა ციტატებში: ,, მე თანახმა ვარ ვუმღერო კიდეც, და თუმცა ვმღერი ძალიან ცუდად, დარწმუნებული ვარ, დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩემი ხმა”

0
452
საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინის ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დამდეგ ახალ წელს  კვლავ შეუპოვარი ბრძოლის რეჟიმში ხვდება. საკმარისია გადავხედოთ რამდენიმე ციტატას ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული ბრიფინგებიდან,  ინტერვიუებიდან, პუბლიკაციებიდან, მიტინგებსა და შეხვედრებზე წარმოთქმული სიტყვებიდან, რომ შევიგრძნოთ მძლავრი რიტმი და პულსაცია, რომელიც მის პოლიტიკურ ცხოვრებას  და მისი პერსონის გარშემო განვითრებულ მოვლენებს  ახასიათებს. 
 
,,როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემი მტრები, "სააკაშვილის საქმე" უკვე, უკრაინის უახლესი ისტორიის ნაწილად იქცა. ახლა ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 2018 წლის  მთავარი მოვლენა –  გამარჯვება კორუფციაზე და ბარიგების რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. კორუფციაზე გამარჯვება ეს პუტინზე გამარჯვებაა და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან დაახლოების გზაზე ( კომენტარი ფონდ "დემოკრატიული ინიციატივების" მიერ ჩატარებული გამკითხვის შედეგებზე, რომლის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებმა  ქვეყანაში 2017 წლის უმნიშვნელოვანეს  პოლიტიკურ მოვლენებს  შორის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემდეგ მეორე ადგილზე დაასახელეს ,,სააკაშვილის საქმე’’, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში   – ,,მოუხელთებელი სააკაშვილის სამი სასწაული : პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთა, მისი გათავისუფლება უსაფრთხოების სამსახურის ავტობუსიდან მოქალაქეების მიერ , და სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისფლება მოსამართლის მიერ'' 
 
,,ხელისუფლების კრედოა სიცრუე და ქურდობა, მაგრამ პოროშენკო ვერ შეძლებს ჩემს დაშინებას, ჩემს დადუმებას, ჩემს დამარცხებას! მე ნამდვილად არ ვიცი კურჩენკო და ფული, რომელიც მას ჩემთვის არ მოუცია, ხოლო პრეზიდენტი პოროშენკო, როგორც ჩანს, არათუ კარგად იცნობს, არამედ მასთან ერთად მსხვილი ბიზნესებიც აქვს დატრიალებული. (კომენტარი საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი გამბედავი და კომპეტენტური ჟურნალისტის, დიმიტრი განას გამოძიებაზე).
 
.,,მე ნულამდე დავიყვანე საქართველოს დამოკიდებულება რუსულ გაზზე, ხოლო პრეზიდენტი, რომელიც ეფესბეს აგენტობაში მდებს ბრალს, მიისწრაფვის დააბრუნოს უკრაინა აგრესორისადმი  გაზდამოკიდებულებაში. ‘'
 
,,რაში იხარჯება უკრაინის ხელისუფლების თანხები და ენერგია? იმის ფონზე, როდესაც  მსოფლიო პრესის სერიოზული, ძირითადი ორგანოები და თავმოყვარე ჟურნალისტები უკრაინის ხელისუფლებას პრესავენ,  ვიცე-პრემიერი ივანნა კლიმკუშ-ცინცაძე, ვაშინგტონის  მეორეხარისხოვან გაზეთში განმარტავს, რომ უკრაინის  პრობლემების მიზეზი არა კორუფცია და ბარიგებია, არამედ მიხეილ სააკაშვილია.
ლუზერების და კორუმპირებულების ხელისუფლება აშკარად ურევს უკრაინის ინტერესებს საკუთარ ინტერესებში. მსოფლიო უკვე მიხვდა, რომ კორუმპირებულები ეს ერთია, ხოლო უკრაინელი ხალხი ეს მეორე, სრულიად განსხვავებული, და იგი არ იცეკვებს ოლიგარქის დაკრულზე. თავისი ძალისხმევის ნახევარიც,  რომელსაც ჩემთან ბრძოლაში ხარჯავენ,   ხალხზე რომ გახარჯონ, შესაძლებელია ხალხმა მათ სხვაგვარად დაუწყოს ყურება.’’
 
,,დღეს ყველამ იხილა, რომ საქმე გაყალბებულია. ლუცენკოს ბანდა ადამიანებს სრულ იდიოტებად მიიჩნევს. ყველა , ვინც მიემგზავრება აღმოსავლეთის მიმართულებით,  რუსეთისკენ მიემგზავრება. მიხვდით ხომ მინიშნებას? ლუცენკო, რომელიც არასდროს ყოფილა პრეზიდენტი, მადანაშაულებს მე, როდესაც მას აქვს ათჯერ ჩემზე მეტი სახლი. საიდან აქვს მას ამდენი სახლები, როდესაც იგი არსად არ არის ასახული? 
მე ვერ გამაჩუმებთ, ვილაპარაკებ კიდევ უფრო ბევრს, რადგან მე მისმენს მსოფლიო და თქვენი ყალბი ბრალდებებით ვერაფერს დამაკლებთ.
 აღმოჩნდა, რომ პოროშენკო, კურჩენკოს ბიზნეს-პარტნიორია. ისინი ერთად აკეთებენ ფულს და აგრძელებენ დღესაც ამ ერთობლივ საქმიანობას. ამ ბანდის თავი არის მთავარი პროკურორი კულიკი, ატოს პროკურორი, რომელსაც უკრაინის ევრონულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ აღმოუჩინა დიდძალი ქონება, რომელიც არის ქურდი, და ეს ქურდი პროკურორი კულიკი ბრალს მდებს მე მიხეილ სააკაშვილს .  ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გაბატონებულია უკრაინაში. კულიკი, ისევე როგორც ლუცენკო არის ქურდი.’’
 

‘’ჩვენი მთავარი მხარდაჭერა ეს ხალხია, ჩვენ უკრაინის მოსახლეობის 33% გვიჭერს მხარს. ეს არის ყველაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკოსებს შორის.  ჩვენ მხარს გვიჭერს საშუალო კლასის საზოგადოება, განათლებული ადამიანები, განსაკუთრებით კი  ახალგაზრდები. მხარს გვიჭერს ის ძალა, რომელმაც უნდა შექმნას უკრაინის მომავალი.  და  ვინ არიან ეს ადამიანები? რომლებმაც გააცნობიერეს, რომ კორუფცია არა მხოლოდ ქრთამის აღებაა, არამედ ეს არის სიღარიბე, უპერსპექტივობა, ცხოვრების ნიმუში, ცნობიერების ნიმუში, ფეოდალიზმი. სწორედ ამიტომ მე ხალხს ვეძებ არა პოლიტიკურ ძალებში, არამედ ამ ადამიანებს შორის. ‘’
 
 ,,ვაგრძელებ 300 ნიჭიერი სპარტელის ძებნას! ჩვენ დავამკვიდრეთ  3 საათიანი დისკუსია "CAP School" -ის კურსდამთავრებულთათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალგაზრდა გასულია ქვეყნიდან, უკრაინაში მაინც რჩება ნიჭიერი კადრები, რომლებიც მზად არიან შეცვალონ არსებული პოლიტიკური კლასი’’
 
,,მე ვრჩები უკრაინაში, ბოლომდე ვიბრძოლებ უკრაინისთვის, მათ ძალიან უნდათ  ჩამოვუშვა ხელები, დავიღალო,  მივანებო ყველაფერს თავი და წავიდე აქედან, ეს ხდება სპეციალურად, მაგრამ მე მზად ვარ გავიარო ეს სიბინძურე, გამოვიარე დამცირებაც, რადგან ვინ წარმოიდგენდა, რომ მე მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინა ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა , ხელებს გადამიგრხდნენ და მანქანაში შემაგდებდნენ. მე ეს გადავყლაპე. მაგრამ ჩემს დამცირებას ვერავის ვაპატიებ, რადგან არავის აქვს უფლება დაგამციროს, თუ  თავად არ დაიმცირებ თავს. როგორც აღვნიშნე, ამჯერად  მე ეს გადავყლაპე, მაგრამ არავის მივცემ უკრაინის დამცირების საშუალებას და ამისთვის ვიბრძოლებ კიდეც ბოლომდე. ისინი სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ მე  სუსტი ნერვები მაქვს, მაგრამ მე ვრჩები აქ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდია არის ძალიან კლასიკური და ლამაზი ქვეყანა , ბოლოს და ბოლოს თითქმის ჩემი მშობლიური ქვეყანაა, ზოგადად ევროპა კლასიკაა, მაგრამ მე მსურს დავრჩე აქ. რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც გახდება კლასიკური ქვეყანა, ისე, როგორც შევქმენი საქართველო, სხვადახვა ქვეყნებიდან ჩამომქონდა ყველაფერი და ასე და ამრიგად არსად წასვლა აღარ მჭირდებოდა, რადგან გაცილებით უკეთესი იყო ჩვენთან.’’ ( კომენტარი ჰოლანდიის მინისტრის განცხადებაზე, იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია ჩავიდეს ქვეყანაში) 
 
 
,,თქვენ მე ვერ შემაშინებთ! თქვენ ჩემზე ვერ გაიმარჯვებთ! ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ მოედანზე, თუ ვინ ჰყავს პოროშენკოს და ვინ იცავს მას. ეს იყო დაახლოებით 200 ადამიანზე ნაკლები, რომელიც მე შემეძლო  საქართველოს ნებისმიერ სოფელში შემეკრიბა ჩემი პრეზიდენტობის წლებში. როდესაც ევროპის უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტს, დედაქალაქის მთავარ მოედანზე არ შეუძლია შეკრიბოს 200 ადამიანზე მეტი მხარდამჭერი, მას არ აქვს პოლიტიკური მომავლის  არანაირი შანსი .
მე მინდა ვუთხრა დანარჩენ ქურდებს , რომლებსაც ხელი ურევიათ ამ ბინძურ საქმეში და ამ დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფში, სწორედ ეს მოსამართლეები, ამ დარბაზებიდან ძალიან დიდი სიამოვნებით და აბსოლუტურად ობიექტურად გაგასამართლებენ თქვენ. გაგასამართლებენ უკრაინელი ხალხის სახელით. და ეს იქნება ძალიან სამართლიანი. მე მჯერა, რომ გამარჯვება უკრაინელი ხალხის მხარესაა, რაც არ უნდა მოიგონონ და რაც არ უნდა მოიმოქმედონ!’’
 
,,როგორც ჩანს, ლუცენკოც კი აღიარებს ჩემს როლს ამერიკული იარაღის მიღების საქმეში. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება იარაღის გადაცემის თაობაზე, გენერალური პორკურატურისთვის მე  "ამერიკის სამხედრო დახმარების გარანტიდან" გადავიქეცი "FSB"-ს აგენტად. ახლა იგი იმტვრევეს ხელებს, რომ როგორმე შეასრულოს პოროშენკოს ამოცანა, მომაშოროს უკრაინიდან. (კომენტარი ვიდეორგოლზე, რომელშიც უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედრო დახმარების მიღების  გარანტი.)
 
,,პატივცემული ლეონდ კრავჩუკ, უკრაინის ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ დაარღვია ყველა შესაძლო კანონი – უკრაინის და საერთაშორისო კანონები, ხოლო, რაც შეეხება აქ ყოფნას და კედლების ნგრევას,  მე უფრო მშენებლობაში ვარ სპეციალიზებული.  თქვენი რჩევები პოროშენკოსადმი ჩემთან დაკავშირებით  აბსოლუტურად ზედმეტია, რადგან იგი, ჩემის აზრით, ისედაც დაუშვებელ დროს ანდომებს  ჩემთან ბრძოლას. '' ( კომენტარი უკრაინის პირველი პრეზიდენტის ლეონიდ კრავჩუკის  ინტერვიუზე რუსეთის "პირველ არხის’’  ეთერში  (კრავჩუკის თქმით, "ოდესღაც ციხე-სიმაგრეები ააგეს, ტყვიებიც იყო, რომელიც აღწევდნენ კედლებში.  სააკაშვილს შეუძლია გარკვეულ სიტუაციაში მოგვევლინოს , როგორც ტარანი,  რომელიც არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან. ეს არის ადამიანი -ფითილი, რომელსაც შეუძლია ააფეთქოს ნებისმიერი ყუმბარა,ხელისუფლება ვალდებულია აიძულოს სააკაშვილი დაემორჩილოს კანონებს, მაგრამ რატომღაც არ აკეთებს ამას. რაც იმის მანიშნებელია, რომ პოროშენკო ვერ ახერხებს ქვეყანაში უზრუნველყოს წესრიგი.) 
 
,,2017 წლის შედეგებიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ეს არის წელიწადი, როდესაც უკრაინამ დაიწყო გამოღვიძება, გამოვიდა ქუჩაში და ამით დაადასტურა, რომ ბარიგების რეჟიმი ეს არის განსხვავებული რამ უკრაინის ხელისუფლებისგან.  ამით უკრაინელმა ხალხმა საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, რომ არსებული რეჟიმი დიდხანს ვერ  გასტანს, ხალხმა ირწმუნა თავის ძალის და, შეიძლება ითქვას, რომ  ვარ ბედნიერ , რომ ამ საქმესთან რაღაც საერთო  გამაჩნია.
 ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ვხვდები უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ნუსხის სათავეში, რაც იმის ნიშანია, რომ ხალხი მენდობა და მომყვება, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე მინდა ბოლომდე შევინარჩუნო მათი ნდობა და ეს არის სწორედ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის არ ვიყავი სიმაღლეებზე, მეც, ისევე როგორც დანარჩენებს, დაშვებული მაქვს შეცდომები, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ დავუშვებ უკრაინაში გაგრძელდეს განუკითხაობა , გარდა ამისა მე ამას ვაკეთებ საქართველოსთვის, რადგან საქართველოსთვის ძნელია ცხოვრება ძლიერი უკრაინის გარეშე. პუტინმა წლის პრესკონფერენციის დიდი ნაწილი ჩემს თემას მიუძღვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს წინააღმდეგ დაირაზმნენ რუსი, უკრაინელი და ქართველი ოლიგარქები. ისინი დამდევდნენ მე სახურავებზე, ქუჩებში, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ, რომ არ მეშინია, ვაგრძელებ ბრძოლას, რომელიც დასრულდება უკრაინელი ხალხის აბსოლუტური გამარჯვებით..’’
 
,,3 იანვარს დაიწყება მეგაშოუს მომდევნო ეტაპი.  თუ მე შიდა პატიმრობას მომისჯიან, თქვენ იცით ჩემი აივნის მისამართი! მე დაგეგმილი მაქვს დავამონტაჟო ეკრანი ჩემი სახლის სახურავზე, დავარეზერვო მეგაფონები, დავაყენო ხმის სისტემა, აი  ზუსტად ეს ეკრანი , რომ მარტივი დასანახი იქნეს პოროშენკოს ადმინისტრაციის ფანჯრიდან.''
 
და ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე პოპულარული ღიმილიანი ფრაზა, რომელიც მან უსაფრთხოების სამსახურში  დაკითხვაზე არშესვლის არგუმენტირებისას წარმოთქვა:  ,,მათ უნდათ აიღონ ჩემი ხმის ექსპერტიზა, რაც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მათ ეს შეეძლოთ გაეკეთებინათ ჩანაწერებიდან  ჩემი პირველი ვიზიტის დროს უკრაინაში (2003 წელს) და ასევე აეღოთ გაეროს არქივიდან, თეთრი სახლიდან, მაგრამ რადგან მათ სურთ, რომ უშიშროების სამსახურში  ჩაიწეროს და მაინცდამაინც მის არქივში დარჩეს ჩემი ხმა,  მე თანახმა ვარ მივიდე, ვისაუბრო, ვუმღერო კიდეც, თუმცა ვმღერი ძალიან ცუდად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩემი სიმღერა. მაგრამ, რაც მთავარია, ერთდროულად ორი საქმის გაკეთება ეს კანონდარღვევაა და შეუძლებელია. ამიტომ მათ განვუმარტეთ, რომ როდესაც სწორედ გამოგზავნიან უწყებებს ჩვენ მზად ვართ კანონის დაცვით ვიმოქმედოთ, რადგან მე არ ვაპირებ კანონის დარღვევას. მე ვფიქრობ, რომ ეს საქმე მათ ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ.  ( შეგახსენებთ დაკითხვაზე დაბარების უწყებაში არ იყო მითითებული, რომ იგი დაკითხვასთან ერთად  ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღებაზეც   გამოიძახეს)
 
წინა სტატია„თაუნპარკს ბიუჯეტში 6 თვის მანძილზე ერთი თეთრი არ შეუტანია“- ენმ
შემდეგი სტატიაფასები პროდუქტებსა და საწვავზე გაიზარდა – ეროვნული ბანკი ნოემბრის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური