მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გადაიდო

მესტიაში ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გადაიდო

Published on

მესტიის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრამდე გადაიდო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა განუცხადა, მესტიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი და მარხილით ტრადიციული მსვლელობა არ გაიმართება. 
 
„ეს გადაწყვეტილება მერმა მიიღო და ვფიქრობ, რომ სწორია. დიდი ტრაგედია მოხდა საკრებულოს წევრი დაიღუპა და არ არის სწორი ახლა ზეიმის მოწყობა. 31 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიება, შვიდ იანვრამდე გადაიდო. რაც შეეხება უდედმამო ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და შშმ პირებს, მათი საახალწლო მილოცვა და დასაჩუქრება არ გადაგვიდია“, – განაცხადა ნავერიანმა.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მიიღო. 
 
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიება გადაიდო ასევე მარტვილში,  გაზის გაჟონვის შედეგად 21 წლის  სალომე გალდავას გარდაცვალების გამო 
 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...