მთავარისიახლეებიეკონომიკა,,სიცოცხლით სავსე ქალაქს'' ნათურები ჩაუქრეს

,,სიცოცხლით სავსე ქალაქს” ნათურები ჩაუქრეს

Published on

ამ წუტებში ცნობილი ხდება, რომ სემეკმა დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ახალი ტარიფით, თელასის მომხმარებლებს დენი დღგ-ს ჩათვლით კილოვატ საათზე 1.56 თეთრით გაუძვირდებათ.
 
საფეხურების მიხედვით, განახლებული ტარიფები ასე გამოიყურება:
 
პირველი საფეხური 100 კილოვატ საათამდე – აქამდე მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი – 14.54 თეთრი კილოვატ საათზე.
მეორე საფეხური 101-300 კილოვატ საათამდე – აქამდე მოქმედი ტარიფი 16.992 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი – 18.55 თეთრი კილოვატ საათზე
მესამე საფეხური 300 კილოვატზე მეტი – აქამდე მოქმედი ტარიფი 21.476 თეთრი კილოვატ საათზე, ახალი ტარიფი 23.03 თეთრი კილოვატ საათზე.
განახლებული ტარიფი 2018-2020 წლებში იმოქმედებს.
 
სემეკმა დღესვე ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფიც უნდა დაადგინოს. 
 
ტარიფების გაძვირებას ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და დისპეჩერიზაციის გაძვირებული ტარიფების დადგენა უძღვოდა წინ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...