მთავარისიახლეებიკულტურაგამოვიდა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას ახალი წიგნი ,,ხობის სიძველენი''

გამოვიდა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას ახალი წიგნი ,,ხობის სიძველენი”

Published on

გამოვიდა ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას ახალი წიგნი ,,ხობის სიძველენი''.
 
წიგნში აღწერილია ხობის   კულტურული მემკვიდრეობის 275 ობიექტი,.
 
წიგნში,  ქართულ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილია  კულტურული მემკვიდრეობის 275 ობიექტი,   ეკლესიები, ციხე-კოშკები, ნაეკლესიარები, საფლავის ქვები და სამუზეუმო ექსპონატები, მათ შორის არის ფფასდაუდებელი ინფორმაცია ხობის მონასტრისა და მისი სიწმინდეების შესახებ.    წიგნს ერთვის აღწერილი ძეგლების  გეოგრაფიული კოორდინატები.
 
შესაბამისად, იგი   ფაქტობრივად წარმოადგენს გზამკვლევს ხობის ( და არამარტო) ისტორიით დაინტერესებული პროფესიული წრეებისა და ფართო  საზოგადოებისათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  წიგნში ბევრი რამ არის დანახაული ახალი რაკურსით, რომელიც ეყრდნობა თავად ავტორის მრავალწიანი კვლევისა და ანალიზის შედეგებს.  წიგნის ფუნქციაა აგრეთვე    ხელს შეუწყოს ძეგლთა დაცვითა და შესწავლით დაინტერესებულ პირებსა და დაწესებულებებს დასახონ გზები და საშუალებები, იმისათვის, რომ დაიცვან, გაუფრთხილდნენ და მომავალ თაობებს შეუნახონ ისტორიულ – კულტურული მემკვიდრება. 
 
.,,ვფიქრობთ არავის არ სჭირდება შეხსენება დიდი ივანე ჯავახიშვილის პოზიციისა, რომელიც თვლიდა, რომ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა ნამდვილი და არა შელამაზებული ისტორია.რა თქმა უნდა არაფერი ისეთ დიდ ზიანს არ აყენებს ქვეყანას, საზოგადოებას, როგორც გაყალბებული ისტორია… შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს ზოგიერთი ჩვენს მიერ დასმული საკითხი და მოსაზრება, პირველ რიგში ხობის მონასტრის ისტორიის შესახებ, მაგრამ უნდა ვისწავლოთ გარჩევა სასურველისა და რეალურისა. წარსული კი მარტო სასურველს არ ასახავს, მას უამრავი შავი ლაქებიც ახლავს თან. მომავალში კი უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენმა შთამომავლებმა რაც შეიძლება ნაკლები შავი ლაქები აღმოაჩინონ თავიანთ უახლოეს წარსულში – წერს ავტორი წიგნის წინასიტყვაობაში. 
 
გამოცემა   ილუსტრირებულია და თან ერთვის რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
წიგნის რედაქტორია ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები-  ისტორიის მეცნიერებათა დიქტორი, პროფესორი ეპიფანე გვენეტაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი.
 
წიგნი უახლოეს ხანში გახდება ხელმისაწვდომი როგორც  სპეციალისტებისათვის, ისე ფართო მკითხველისათვის.
 
 
.

სიახლეები

ფული, ძვირადღირებული ოქროს სამკაულები, 12 მაჯის საათი – ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, პოლიციამ ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 19...

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...