მთავარისიახლეებიპოლიტიკა"იბერიას" ეთერში ეკა წამალაშვილს, დავით ოქიტაშვილს და ხათუნა ხოფერიას შორის ინციდენტი მოხდა

“იბერიას” ეთერში ეკა წამალაშვილს, დავით ოქიტაშვილს და ხათუნა ხოფერიას შორის ინციდენტი მოხდა

Published on

ინციდენტი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში. "ენმ"-ის წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს.ინციდენტის შემდეგ გვიან ღამემდე კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი, ხატია დეკანოიძე და ტელეკომპანია "იბერიას" თანამშრომლები.
„ეს იყო ძალადობის ფაქტი ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში, სადაც ვიყავი მიწვეული ერთ-ერთ სტუმრად, ძალიან მშვიდად ვსაუბრობდი, შეფასება მივეცი გუშინდელ ფაქტს. დადგა ჯერი დავით ოქიტაშვილის. საუბარი დაიწყო, ძალიან აგრესიული იყო ჩემს მიმართ, ათასნაირ სისულელეს მეძახდა, მაყენებდა შეურაცხყოფას. ხათუნა ხოფერია ამ დროს იჯდა მშვიდად, მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პოლემიკა არ მქონია, დაიმუქრა, რომ თმით მათრევდა. ეს იყო წინასწარ მოფიქრებული, დაგეგმილი ძალადობრივი აქტი მათი თავდასხმისა „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერ წარმომადგენელზე,“ – განაცხადა ეკა წამალაშვილმა.გამოძიება ოპოზიციის წევრის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დავით ოქიტაშვილი ოპოზიციონერისთვის წყლის შესხმის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, ხათუნა ხოფერიას მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.„მივიდა ხათუნა, უხეშად დაელაპარაკა და უთხრა, რომ ძალიან გთხოვ დატოვე სტუდია და წადი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შენთან დიალოგში შემოსვლას და კამათს, მაგრამ ეს თავიდანვე აგრესიით იყო შემოსული. წყლის შესხმა მოხდა იმ შეურაცხყოფების მერე, მას თუ უკვირს მამაკაცმა მას როგორ შეასხა წყალი, მეც მიკვირს ქალბატონს როგორ ამოსდის პირიდან ასეთი სიტყვები,“ – აცხადებს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...