მთავარისიახლეებიეკონომიკაუცნობი მთავრობას კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს, პრემიერი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს

უცნობი მთავრობას კარტელურ გარიგებებში ადანაშაულებს, პრემიერი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს

Published on

გიორგი გაჩეჩილაძემ ( უცნობმა)  მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები, კარტელურ გარიგებებში დაადანაშაულა.
 
იგი   ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს და, როგორც გუშინ  განაცხადა,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია "სიტროინ ჯორჯიამ" უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. 
მისი თქმით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს, რომელიც კარტელს წარმოადგენს და ამ კომპანიებთან ასოცირდება სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 

"სიტროინ ჯორჯია" ახალი კომპანიაა. "სიტროინი"ფრანგების მულტინაციონალური კომპანიაა, საფრანგეთის მთავრობაც ფლობს გარკვეულ წილს ისევე როგორც კერძო სტრუქტურა. ყველაზე კარგი და ძალიან დაბალი ფასი დააფიქსირა და ისე მიიღო მონაწილეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებზე გამოცხადებულ ტენდერში. ეს ტენდერი მოიგო", – განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, "სიტროინის" მოგების შემდეგ, ეს ტენდერი გაუქმდა. მინდა, ეს  გასაჩივრდეს კონკურენციის სააგენტოში, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ ხადური და გამოიტანოს ობიექტური დასკვნა", – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
 
გაჩეჩილაძის ბრალდებებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა – თავისი მეგობრისა და  თანამოაზრის ( ასე უწოდებს იგი გია გაჩეჩილაძეს) პასუხად  იგი მოითხოვს სასამართლოში დაამტკიცოს ეს  ბრალდებები  და აცხადებს, რომ მათი დამტკიცების შემთხვევაში, მზად არის თანამდებობა დატოვოს. 
გიორგი კვირიკაშვილისთვის მიუღებელია მინისტრთა კაბინეტის წევრების კრიტიკა და მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები.
 
"მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, რიდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როდესაც მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა.- ერთი მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის და რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა გითხრათ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნეს ჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორც არის, ეს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა.
მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს, კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს.
 
"თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ  მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევ ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილს და ყველას, მათ შორის მეც, " – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 
თავის მხრივ პრემიერის ამ განცხადებას უპასუხა გა გაჩეჩილაძემაც – თუ კონკურენციის სააგენტო გამოვა და ტენდერებთან დაკავშირებით არგუმენტირებულ პასუხებს გამცემს, მზად ვარ, ბოდიშიც მოვიხადო და მუხლებზეც დავდგე, ტენდერებთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის წინ მივმართე სასამართლოს , გუშინ კი კონკურენციის სააგენტოსაც. კვირკაშვილმა ესეც კი არ იცის. საქმეზე პირველი მოსმენა უკვე იყო და მეორეს ველოდები.  – განაცხადა გაჩეჩილაძემ. – რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის შეურაცხყოფილია მისი მთავრობის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, მე  დაზარალებული ვარ და საუბრის უფლება აქვს”.
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...