მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტი დღეს საბოლოო მოსმენით კორექტირებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და...

პარლამენტი დღეს საბოლოო მოსმენით კორექტირებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს.

Published on

პარლამენტი დღეს საბოლოო მოსმენით კორექტირებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს. საბიუჯეტო პროექტს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10,490 მილიარდ ლარს, საიდანაც:
საგადასახადო შემოსავლები – 9,490 მილიარდი ლარია; სხვა შემოსავლები – 460,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლებიდან მისაღები 50,0 მლნ ლარის ოდენობით; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება – 80,0 მლნ ლარი; პრივატიზაცია – 60,0 მლნ ლარი;
საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრები – 400,0 მლნ ლარი;
დონორების დაფინანსება შეადგენს 1,951 მილიარდ ლარს, საიდანაც: გრანტები – 364,2 მლნ ლარია, ხოლო კრედიტები – 1,587 მილიარდი ლარი;
2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს, რომლის დაფინანსების წყაროებია: საგარეო ვალის წმინდა ზრდა – 861,8 მლნ ლარი (71.5%);
საშინაო ვალის წმინდა ზრდა და ნაშთის გამოყენება – 344.2 მლნ ლარი (28,5%);2018 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10,260 მილიარდ ლარს, რაც მიმდინარე წლის განახლებულ გეგმაზე 520.0 მლნ ლარით მეტია. მშპ-სთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 25.3%-ია.დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:
დღგ – 4,400 მილიარდი ლარი; საშემოსავლო გადასახადი – 3,160 მილიარდი ლარი;
აქციზი – 1,450 მილირადი, მოგების გადასახადი – 630.0 მლნ ლარი; ქონების გადასახადი – 390,0 მლნ ლარი; იმპორტის გადასახადი – 60,0 მლნ ლარი; სხვა გადასახადები – 170,0 მლნ ლარი.
       

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...