მთავარისიახლეებიპოლიტიკაყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ის, ვინც მის ექსტრადირებას ეცდება, ხალხმა...

ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ის, ვინც მის ექსტრადირებას ეცდება, ხალხმა პირიქით მათ მოუწყონ ექსტრადირება რუსეთში- სააკაშვილი

Published on

თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ ის, ვინც მის ექსტრადირებას ეცდება, ხალხმა პირიქით მათ მოუწყონ ექსტრადირება რუსეთში. ”ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ხალხმა სტაცოს ხელი და ის ვინც ჩემს ექსტრადირებას ეცდება, გადააგზავნონ მოძმე რუსეთში ან მონღოლეთში. თუ ხელი წაუცდათ, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე აქ”, – განაცხადა სააკაშვილმა. კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა. პროცესს თავად ბრალდებული სააკაშვილიც ესწრებოდა, თუმცა ის განსასჯელთა საკანში არ მოუთავსებიათ და ადვოკატების გვერდით დასვეს. აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის შეფარდების შუამდგლომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და უკრაინის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო.მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.  

სიახლეები

გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებმა 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება...

ამაში ცუდი არაფერია – კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს

ივანიშვილის მერმა კახი კალაძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი...

3 წელში 30-წლიანი პარტნიორობა დაანგრია-პაპუაშვილი ფიშერზე

ალბათ, ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა, დამშვიდობების გარეშე. ის არც პრემიერმინისტრს, არც პრეზიდენტს...

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...