მთავარისიახლეებიპოლიტიკაკანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

კანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს.

Published on

კანონმდებლები მიმდინარე სასესიო კვირაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭის ყრის პროცედურა ხვალ გაიმართება. ოპოზიციური ფრაქციები საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ, დეპუტატების განმარტებით, პროექტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შესატანი ცვლილებები განხილვამდე უნდა ასახულიყო.„მთავრობამ გამოაცხადა ოპტიმიზაცია, მაგრამ სინამდვილეში თანხები კი არ დაზოგა სამთავრობო ხარჯის მიმართულებით, არამედ პირიქით, გაზარდა და ამ ნამატშიც ერთი თეთრიც ვერ იპოვა ვერც პენსიის გასაზრდელად, ვერც დევნილების შემწეობის გასაზრდელად და ვერც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების გასაზრდელად,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.ოპონენტების პროტესტის მიუხედავად, უმრავლესობა ბიუჯეტის დამტკიცებას დეკემბრის ბოლომდე გეგმავს, საბოლოო შესწორებების შეტანას კი საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.„მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შედეგად, სამთავრობო სტრუქტურებს აქვთ სამთვიანი ვადა იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილებები განახორციელონ თავიანთ სტრუქტურაში, რაც შესაძლებელია შემდეგ უკვე აისახოს 2018 წლის ბიუჯეტში. რაც შეეხება წარმოდგენილ ბიუჯეტს, რა ფორმითაც არის შემოთავაზებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორმით დაუჭერს პარლამენტი მხარს,“ – განაცხადა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...