მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები იმღერა და პრესისთვის განცხადებები გააკეთა

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები იმღერა და პრესისთვის განცხადებები გააკეთა

Published on

მიხეილ სააკაშვილი  საქმის განხილვის განმავლობაში  განსასჯელთა სკამზე არ იჯდებამოსამართლე ლარისა ცოკოლის გადაწყვეტილებით, იგი  გამოიყვანეს განსასჯელთათვის განკუთვნილი კამერიდან და ადვოკატების გვერდით დასვეს.
კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო სხდომა დაიწყო.
 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებებს სამი ადვოკატი იცავს.
სასამართლო დარბაზში ასევე იმყოფებიან იულია ტიმოშენკო, სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი და ჟურნალისტები

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინისა და საქართველოს  ჰიმნები იმღერა და განაცხადა, რომ თავს ოლიგარქიული რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს. 

.„არაფრის მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი" – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სასამართლო დარბაზში, როცა  მოსამართლე ლარისა ცოკოლმა სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა, რათა სააკაშვილს პრესისთვის კომენტარი გაეკეთებინა.
 
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასაცილო უწოდა წაყენებულ ბრალდებებს.
„ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სასაცილო საქმე. პროცესი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო მათ გადაწყვიტეს ჩაატარონ 6 კვადრატულ ოთახში. უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს ამას…. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდი ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. – მე არაფრის მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი. მე თავს ვთვლი უკრაინელი ოლიგარქის, ასევე ვლადიმერ პუტინის ტყვედ, რადგან ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ,“ 
 
 
 
ამ წუთებში, მცირე ხნის შესვენების შემდეგ, ასამართლო პროცესი   განახლდა.
 
როგორც ცნობილიაპროცესზე დასწრების უფლება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, მისი ოჯახის წევრებსა და ჟურნალისტებს მისცეს.
რაც შეეხება ასეულობით მის მხარდამჭერს და პოლიტიკურ თანამოაზრეებს, ისინი სასამართლოს შენობის გარეთ არიან შეკრებილი.
 
 
პროცესზე დასწრება მათ ნაწილსაც სურდა, თუმცა სხდომის გასამართად პეჩორის ოლქის სასამართლომ მცირე ზომის დარბაზი შეარჩია  და ამ მოტივით მათ პროცესზე დასწრებაზე უარი უთხრა.
 
სასამართლო დღეს დილიდან საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული, შენობის მთელ პერიმეტრს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილზე 300-მდე პოლიციელი იმყოფება. 

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...