მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ”მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ მე ვარ „ეფ-ეს-ბეს“ აგენტი. ამის შემდეგ...

მიხეილ სააკაშვილი: ”მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ მე ვარ „ეფ-ეს-ბეს“ აგენტი. ამის შემდეგ კი პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში. ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?”

Published on

უკრაინულ მედიაში ქვეყნდება განცხადებები, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, როცა მოსამართლემ გამოაცხადა სპეციალური შესვენება იმისათვის, რომ მას  მედიასთან შეხვედრის საშუალება მისცემოდა.
 ვრცელდება აგრეთვე სააკაშვილის მორიგი განცხადებები, რომელიც მან გაკეტა  ბოლო წუთებში, როცა სასამართლოში  შესვენება გამოცხადდა და  მოსამართლე სავარაუდოდ გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. 
 
,, როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ პუტინის აგენტი, პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში და ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს, – ამის შესახებ კიევში მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია. 
 
”მათ უნდათ დაამტკიცონ, რომ მე ვარ „ეფ-ეს-ბეს“ აგენტი. როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი, პირდაპირ გამიშვებენ სპეცრეისით მოსკოვში. ჩემში პუტინი გაცვლის ყველა უკრაინელ ტყვეს. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?”, – განაცხადა სააკაშვილმა და ხუმრობით დასძინა:,,და ბოლოს პუტინი გადამცემს ალბათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაზვერვას… ხედავთ, სანამდე დაეცნენ?"
 
მანვე ისაუბრა შესაძლო სასჯელზე, რომელიც შინაპატიმრობას გულისხმობს. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება ამით ცდილობს სააკაშვილის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას. 
 
”რა არის შინაპატიმრობა? ეს არის იმისთვის, რომ გამთიშონ პოლიტიკური პროცესებიდან. ახლა არ არის იანუკოვიჩის დრო და მათ კარგად იციან, რომ დასავლეთი არ აპატიებს ასეთ რამეს. უკრაინის ხელისუფლების შესახებ ერთი მეორეზე ცუდი სტატიები იბეჭდება, რაც ანგრევს უკრაინის იმიჯს”, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მისი დაკავების დეტალებზეც ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას თავდაპირველად უთხრეს, რომ არ აკავებდნენ და მხოლოდ უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს სურდა მასთან საუბარი. 
 
„როდესაც ვიყავი სახურავზე, როდესაც მოვახდინე ჩვენი მომხრეების მობილიზება, ჩემთან მოვიდა პროკურორი და მითხრა, რომ გამოაგზავნა გენერალურმა პროკურორმა ლუცენკომ და იძლეოდა პატიოსან სიტყვას და მეუბნებოდა, რომ თქვენ არავინ დაგაკავებთ, თქვენ წამოხვალთ ჩემთან ერთად და ლუცენკოს უნდა საუბარი, რის შემდეგაც მე დავბრუნდი ბინაში და იგივე პროკურორი ჯიბიდან იღებს ფურცელს და მაჩვენებს, რომ ეს იყო დაკავების ოქმი. ეს არის უმაღლესი კატეგორიის ღალატი, როდესაც პროკურატურის სახელით ხდება და ეს გახლავთ სწორედ პროკურატურისათვის დამახასიათებელი სახე," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 
 
„უნიანის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა განაცხადა, რომ  შიმშილობას გააგრძელებს, თუკი ციხეში დააბრუნებენ. მან აღნიშნა, რომ არ სურს „ოლიგარქიული რეჟიმის ტყვე იყოს“.
 
„თუ მე ციხეში დამაბრუნებენ, შიმშილობას გავაგრძელებ. მე ყველას ვაჩვენე, როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იმუშაოს. ახლა კი ყველას ვაჩვენებ, როგორ შეიძლება პრეზიდენტი მოკვდეს“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
 
„ეს არის უმაღლესი კატეგორიის ღალატი,“ – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურის შესახებ  სასამართლო დარბაზში , სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო მსჯელობს. 
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...