ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 4 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ქალის ღია ტრავმა და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. პირველადი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მთლიანად დაზიანებულია ახვლედიანის 12 ნომერში მდებარე სამსართულიანი კორპუსი, ასევე მიმდებარე საცხოვრებლები და შენობის გარშემო მდგარი მანქანებიც. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილია 9 ოჯახი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის გამოყენების წესების დარღვევას გულისხმობს. ტერიტორია გვიან ღამით მერიამ დაასუფთავა და საცხვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები დროებით შეაკეთა. რამდენად ვარგისიანი იქნება საცხოვრებლად ის კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მესხის განცხადებით, ბათუმში მდებარე კორპუსში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კოპრუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.
ბათუმში აფეთქებისას დაშავებული 4 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება
სიახლეები
სიახლეები
ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა
ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა.
მოსამართლემ,...
სიახლეები
“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე
"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...
სიახლეები
“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...
სიახლეები
თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...