მთავარისიახლეებისამართალისაფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას” დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჩხაიძეს ზუგდიდის პოლიციაში კითხავენ

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჩხაიძეს ზუგდიდის პოლიციაში კითხავენ

Published on

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას” დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჩხაიძეს უკვე მეორედ კითხავენ. ის პირველად ფოთის პოლიციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ჩხაიძე ადასტურებს, რომ მსაჯთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, თამაშებთან დაკავშირებულ გარჩევას უარყოფს.გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მსაჯის ტელეფონის ჩანაწერებია ამოღებული და სავარაუდოდ, ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე უნდა გამოიკითხოს.ნუგზარ ჩხაიძე აცხადებს, რომ არ იცის, რა კითხვები აქვს გამოძიებას.ოჯახი კი ნუგზარ ჩხაიძეც ილო ტუღუშზე განხორციელებულ მუქარაში ადანაშაულებს.შეგახსენებთ, რომ მსაჯის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ ზეწოლისა და მუქარის ვერსიის შესწავლა დაიწყო.მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.მსაჯის მეუღლის ინფორმაციით, ილია ტუღუშს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სახლში სამმა პირმა მოაკითხა, რომლებიც მას ემუქრებოდნენ და ფულს სთხოვდნენ.მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს..

სიახლეები

სოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა – გახსოვდეს შენი ისტორია

სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს დაღუპულთა...

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის...

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...

ირანში სამხედრო მოქმედებებს ისრაელი მინიმუმ, სამი კვირით გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ირანში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, სულ მცირე, სამი კვირით გეგმავს. "წინ ათასობით...