მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

Published on

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. უკრაინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალი წარედგინება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ დააკავეს. ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე გაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილს ბრალის დადგენილება კიბეებზე ჩაყვანისას გააცნეს.პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, სააკაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები 2017 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე განახორციელა.

სიახლეები

“გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება €3 მილიარდით გაზარდოს” -ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, 2025 წელს უკრაინის დახმარება...

აფგან სადიგოვის ცოლის თქმით, მის მეუღლეს სამედიცინო კვლევა 161-დღიანი შიმშილობის მერეც არ ჩატარებია

აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, ჟურნალისტს სამედიცინო კვლევა და მკურნალობა 161-დღიანი შიმშილობის მერეც...

დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი-ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფომაციით, ნანუკას ფონდთან ერთად დაყადაღებულია ნიკა გილაურის ფონდი და თბილისის ადამიანის...

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა - ფოტო...