მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ველოდით – საქართველოსა და უკრაინის ბობოლები და მათი მხარდამჭერები – ხელების ფშვნეტით, ორივე ქვეყანაში დემოკრატიული იდეალების გამარჯვებისთვის საბრძოლველად განწყობილი ადამიანები – სიმართლის დაუმარცხებლობის გრძნობით და მზაობით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამხედრებული ოლიგარქების მიერ მოვლენათა უგუნური და წინდაუხედავი ,,დაჩქარების"' შემთხვევაში, საპასუხო ნაბიჯების გადადგმისათვის, თავად მიხეილ სააკაშვილი – ექსტრემალურ სიტუაციაში მხოლოდ ნამდვილი ლიდერისათვის დამახასიათებელი თვითრწმენითა და სულისკვეთებით. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როგორ გახსნია მას მეორე სუნთქვა კრიტიკულ სიტუაციაში და რა წარმოუდგენელი გამოსავალი უპოვია კრიტიკული სიტუაციის შემობრუნებისათვის ქვეყნის სასიკეთოდ.
სააკაშვილის ფენომენი ახლა უფრო საშიშია ორივე ოლიგარქისთვის, ვიდრე ოდესმე.
,,თუ დაგვაპატიმრებენ, ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ. ყველა შემთხვევაში გავარღვევთ.'' – ამბობს იგი უკრაინული მედიისათვის ათიოდ დღის წინ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, უფრო სხვაგვარად იკითხება, რადგან პასუხს სცემს კითხვას – რა იქნება ხვალ?
სწორედ ამიტომ ,,ოდისი ნიუსი'' განმეორებით გთავაზობთ ამ ინტერვიუს ქართულ ვერსიას.
მიხეილ სააკაშვილი: ,,უკრაინაში არასოდეს თქვა ,,არასოდეს!''
სააკაშვილი გამოცდილი, კაშკაშა პოლიტიკოსია და არ ჰგავს სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებს.ვიდრე იგი სხვებისგან განსხვავებულობის ამ ხარისხის შენარჩუნებას გააგრძელებს, მის ირგვლივ, სავარაუდოდ, მუდამ უამრავი ადამიანი იქნება შეკრებილი. მაგრამ რა მოხდება მერე? უკრაინის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი გახდება იგი თუ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდება?
-უკრაინის უმაღლეს რადასთან შეკრებილი მომიტინგეები 3 დეკემბერს სახალხო იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებენ. უკვე დადის ხმები , რომ შტურმით აპირებთ უმაღლესი რადას აღებას…
-არ გვინდა ასე, ტაქსის მძღოლები ალბათ პოროშენკოსგან გაიგებდნენ ამ ამბავს. პირველივე დღიდან, როცა უკრაინაში მასობრივი აქციები დაიწყო, მუდმივად გაჰყვიროდნენ, რომ რადა უნდა აგვეღო ერთ საათში, ერთ დღეში, რომ ჩვენ გვაქვს ასაფეთქებლები, იარაღი…მაგრამ მათივე ენით რომ ვთქვა, თავის ,,ბაზარზე'' თავად აგებენ პასუხს.
ლუცენკო აცხადებს, რომ აქვს ჩემი საუბრის ჩანაწერები, სადაც თითქოს უკრაინაში სისხლისღვრაზე ვსაუბრობ. მაჩვენოს ეს ჩანაწერები. შეიძლება თავს ვერ ვაკონტროლებ და რაიმეს ისეთს ვამბობ, რაც შემდეგ არ მახსოვს? სად არის ჩანაწერები?
ინციდენტების საკითხი – ეს ხელისუფლების საკითხია. მათ სურთ ითამაშონ ადამიანების სტერეოტიპებზე. თუ შენ, ხელისუფლება, წინასწარ გამოაცხადებ, რომ ხვალ გესვრიან, 5-ჯერ ნაკლები ხალხი მოვა. შეტაკებები არ შედის იმის ინტერესებში, ვისაც სურს მეტი ხალხი მოვიდეს, ხოლო ჩვენი ინტერესია ხალხი მოვიდეს.
– უკვე თვეზე მეტი გავიდა, როგორ გადაწყვიტეთ შეერთებოდით უმაღლეს რადასთან საზოგადოებრივ აქტივისტებს, როცა სამი მოთხოვნა წამოაყენეს…
– საქმე იმაშია, რომ პარლამენტი საარჩევნო კანონს ღებულობს. პოროშენკო, როგორც ჩანს ანტიკორუფციულ სასამართლოს შექმნის თაობაზეც მიიღებს კანონს. მაგრამ ამ კანონის მიღებამდე "მოკლავს НАБУ-ს. ( ანტიკორუფციულ სამსახურს). იგი ჯერ ცდილობდა და ცდილობს ყველას ყურადღება გადართოს ომზე, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოუვა, რადგან ხალხი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის განწყობილი. ახლა კი პოროშენკოს სურს, რომ ანტიკორუფციული მოძრაობის ყურადღება ანტიკორუფციულ სასამართლოზე გადაიტანოს და ამავდროულად თავს დაატყდეს НАБУ-ს ხელმძღვანელს არტიომ სიტკინს, მის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ასევე ეცდება გადააყენოს თანამდებობიდან უმაღლესი რადას ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძრვანელი ეგორ სობოლევი, რათა მოიყვანოს თავის აუდიტორი და მისი მეშვეობით განახორციელოს ზეწოლა სიტკინზე და დახუროს სისხლის სამართლის საქმე.
– თქვენ პოროშენკოსთან ერთად დაიწყეთ, ხოლო ახლა ორივენი მკაცრად აკრიტიკებთ ერთმანეთს. ხალხი ვერ წვდება ამ კონფლიქტის აზრს. ბევრში ეს კონფლიქტი ეჭვს იწვევს.
– ვიღაც დაიჯერებს, ვიღაც არა-ეს მათი პრობლემაა. მე და პოროშენკოს სხვადასხვა ცხოვრებისეული პრინციპები გვაქვს. მე ვამტკიცებ, რომ ხელისუფლება-ეს არის ხალხის უკეთესი ცხოვრების მეთოდი. პოროშენკო ამტკიცებს, რომ ხელისუფლება – ეს არის საკუთარი ცხოვრების უკეთესად შეცვლის მეთოდი. ვიცოდი თუ არა მე, რომ იგი ასე ფიქრობდა? ნაწილობრივ შეიძლება ვხვდებოდი კიდეც, . მაგრამ ვფიქრობდი: იყოს თუნდაც ასე ძალიან ძუნწი, მაგრამ პოლიტიკოსი ხომ არის, პოლიტიკოსებს კი თავიანთი ამბიციები აქვთ.. მე ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილზე მენტალურად და ვიფიქრე, რომ კი, იგი შეიძლება ყოფილიყო "ცუდი", მაგრამ არ გაეშვა შანსი, გამხდარიყო მეორე ბოგდან ხმელნიცკი უკრაინის ისტორიაში.
– როგორია თქვენი პოლიტიკური ამბიციები უკრაინაში?
– მე მზად ვიყავი მხარი დამეჭირა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის პრეზიდენტობისთვის ან პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში, თუკი აჩვენებდნენ, რომ მზად იყვნენ ბრძოლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი არ აიღებს პასუხისმგებლობას, ზად ვარ ჩემს თავზე ავიღო იგი და გავხდე უკრაინის ახალი მთავრობის მეთაური. მზად ვარ სათავეში ჩავუდგე გარდამავალ პირველ მთავრობას, რომელიც ბოლოს მოუღებს პარვას, დაამყარებს წესრიგს, გაწმენდს უკრაინას. მზად ვარ ჩემს თავზე ავიღო "გამწმენდის" როლი. რაც შეეხება პრეზიდენტობას, მე არც უკრაინის კონსტიტუციით მაქვს ამის უფლება და არც სურვილი.
– მაგრამ თქვენ არ გაქვთ უკრაინის პასპორტი
-უკრაინის პასპორტი უკანონოდ ჩამომერთვა. მისი დაბრუნება 5 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. ეს ყველაზე მცირე პრობლემაა. ეს არის მარტივი სასამართლოს გადაწყვეტილება.
– შესაძლებელია თუ არა თქვენს მთავრობაში დეპუტატი ვლადიმერ პარასიუკი მოხვდეს?
-ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, მაგრამ ის, რომ ხალხს უყვარს იგი – ფაქტია. და ის, რომ სულელი არ არის, ესეც ფაქტია. მე პირადად მისი ყველა მეთოდი მომწონს, როგორც გელეტეის შემთხვევაში, როცა იგი მასთან კონფლიქტში შევიდა 17 ოქტომბერს. მე მესმის მისი. მაშინ არავის გამოუხატავს ისე ხალხის ემოცია, როგორც პარასიუკს. არადა, რა უნდოდა მას უმაღლეს რადასთან? მაშინ რას აკეთებდა იქ 10 000 პოლიციელი?
– თქვენ მაიდნის წინააღმდეგი ხართ?
– მე არ ვარ მაიდნის წინააღმდეგი. ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, ევროპულს. თუ ადამიანი დაკარგავს საათნახევარს თავისი დროდან და ოჯახის წევრებთან ერთად მოვა ჩვენს აქციაზე ეს იქნება სახალხო რეფერენდუმი, სახალხო იმპიჩმენტი.
– და მაინც თქვენ არ ხართ ერთადეთი პოლიტიკოსი უკრაინაში, ვინც აკრიტიკებს ხელისუფლებას, ვისაც არ სჯერა წარმატებული რეფორმებისა და აცხადებს, რომ კორუფცია იზრდება. რატომ არ უნდა დავუჯეროთ სხვა პოლიტიკოსებს და არა მაინცდამაინც თქვენ?
– იმიტომ, რომ მე ერთადერთი ვარ, ვისაც აქვს წარმატების ისტორია. მე ვარ ყველაზე წარმატებული რეფორმების ავტორი ევრაზიაში სინგაპურის მერე. რაც შეეხება იმ "სხვებს" ისინი უკვე "გამოსცადეს" და უკრაინელებს აღარ სურთ წრეზე იარონ. პოლიტიკაში ერთი და იგივე სახეებია და ერთი და იგივე გვარები. იქნებ ღირს მოისინჯოს სხვა, თუნდაც დაგემოვნების მიზნით? ხომ შეიძლება მოგვეწონოს?
– გყავთ თქვენს ფლანგზე ახალი ლიდერების კანდიდატურები? ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს?
– ახალი დრო და ახალი ბრძოლა ახალ ლიდერებს ბადებს. ამ დროს ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ ვერც კი ამჩნევ. სისტემა რომელიც 25 წელი ყალიბდებოდა, დაშლის ზღვარზეა. მაგრამ ვინ იქნება ჩემთვის სასურველი კანდიდატი, ჯერ ამის თქმა არ შემიძლია.
– თქვენი გეგმით, როდის ჩამოიშლება ეს ხელისუფლება?
– ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში. მთავარია, ამ ნანგრევებში უკრაინელი ხალხი არ მოჰყვეს . თუ გლეხურად ვიტყვით, ეს ვაშლი დამპალია, ჯერ ისევ კიდია ხეზე, მაგრამ აუცილებლად ჩამოვარდება. მთავარია, იგი უკრაინელ ხალხს არ დაეცეს თავზე.
– იულია ვლადიმიროვნა არ არის ახალი ლიდერი?
– არა. მიუხედავად იმისა, რომ იულია ვლადიმერის ასულისა მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ იგი იყო საზღვარზე, ხოლო იქამდე ვარშავაში ჩამოვიდა. ჩვენ მაშინ ბევრი ვისაუბრეთ და მან თავად თქვა: მე მისას დავეხმარები საზღვრის გადაკვეთაში, შემდეგ კი ცივილურ კონკურენციას გავუწევთ ერთმანეთს . როცა იგი საპრეზიდენტო არჩევნებზე "ჩამოფრინდა" , მე ყველა გავაფრთხილე, რომ მისი ჩამოწერა არ ღირს. რა თქმა უნდა, მანაც, ისევე, როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა, თავის დროზე შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ იგი გაცილებით დიდი პოლიტიკოსია, ვიდრე პოროშენკო. ერთი სიამოვნებაა მასთან ისაუბრო პოლიტიკაზე, თუნდაც ჩვენ ვერ ვთანხმდებოდეთ უმეტეს საკითხებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება.
– როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტი პირველი მაიდნის კიდევ ერთი მონაწილე, ვიქტორ იუშჩენკო, რომელმაც არც თუ ისე დიდი ხანია თავი შეგვახსენა თავისი ხამამღალი განცხადებებით.?
– უკრაინაში არასდროს უნდა თქვათ "არასდროს". იუშჩენკო ნამდვილად არ იყო ბოროტი და მოღალატე. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა უკრაინის კულტურისა და იდენტობისთვის, არ გაურიგდა მტრებს, პუტინი მას ვერ იტანდა. იყო ძალიან ბევრი გარემოება, რის გამოც მან ვერ შეძლო უკრაინასი გაეკეთებინა ის, რაც მე საქართველოში გავაკეთე.
უპირველეს ყოვილისა, ჩვენთან არ იყო არანაირი ვალდებულება ოლიგარქებთან ურთიერთობისა. ნარინჯისფერი რევოლუცია სულ სხვა ისტორიაა. იუშჩენკოს ოლიგარქების წინაშე ჰქონდა ვალდებულება. ამავე დროს იგი თვითონვე იყოძველი რეჟიმის ნაწილი და ამ ძველმოდურობის კარნახით იგი ძალიან ბევრს მოსწონდა უკრაინაში, სწორედ აქ უმტყუნა მას შესაძლებლობამ მოეზიდა ახალი ხალხი.
და მესამე, ჩვენ, ქართველებს არაფერი გვქონდა დასაკარგი, პაციენტი ისედაც კვდებოდა და საჭირო იყო ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. უკრაინელებს კი პაციენტი არათუ უკვდებოდათ, საბსევით ბედნიერი სახითა და გაღაჟღაჟებული ლოყებით დადიოდა თავის ორ ფეხზე და მიიჩნევდა, რომ რეფორმები მაინცდამაინც საჭირო არ იყო. ამაშია სხვაობა. დიახ, ვიქტორ იუშჩენკომაც დაუშვა შეცდომები, მაგრამ მიუხედვად ამისა, მე იგი კარგ ადამიანად და უკრაინის პატრიოტად მიმაჩნია. ხოლო რა მოხდება მერე , ამას მომავალი გვაჩვენებს.
– ვინ უმაგრეს ზურგს თქვენს აქციებს?
– ჩემი აქციის უკან ისევე, როგორც წინამორბედ მაიდნებზე, არ შეიძლება ოლიგარქი იდგეს. მე უკვე მოვასწარი წაკიდება ყველა მათგანთან მას სემდეგ რაც უკრაინაში ვარ. პირველი კანონი, რასაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მივიღებთ, იქნება კანონი ოლიგარქების შესახებ..
თავის დროზე საქართველოში საჭირო გახდა მიგვეღო კანონი "კანონიერი ქურდების შესახებ", რადგანაც ისინი საქართველოს მთავარ პრობლემას წარმოადგენდნენ. ხოლო უკრაინაში ისინი არ არიან. უკრაინის პრობლემა ოლიგარქებია. და ამ კანონის მიღება პირველივე კვირაში მოხდება, მანამ სანამ ისინი დეპუტატების ნაწილის მოსყიდვას მოასწრებენ. და რას გაითვალისწინებს კანონი? ჩვენ წავართმევთ მათ მასმედიას, მაგრამ მათ ნაციონალიზაციას კი არ მოავახდენთ, არამედ ჟურნალისტებს გადავცემთ მმართველობას . ისინი შექმნიან საზოგადოებრივ საბჭოს. თუ ოლიგარქს უნდა მასმედია, , კი ბატონი, ჩადოს ფული. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ფულს ჩადებს იქ, სადაც სიტუაციას არ აკონტროლებს.
მეორე, ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკის დემონოპოლიზაციას. არ შეიძლება არსებობდეს მონოპოლია ენერგეტიკაში, ავიაფრენებსა და სხვა სფეროებში…
მესამე, მკაცრად შევძღუდავთ ხმების ყიდვის შესაძლებლობებს ნებისმიერ არჩევნებზე.
მეოთხე, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენმოვიწვევთ მათ და ვეტყვით: ჩვენ ავიღეთ საინვესტიციო ვალდებულება, როდის მიიღეთ თქვენი ობიექტი? თქვენ იგი შეასრულეთ? და რა თქმა უნდა, თუ ვერ შეასრულეს, ვეტყვით: მაშინ დააბრუნეთ ფული.ან დაიბრუნეთ საწარმო. ეს არ არის ნაციონალიზაცია, მათ შეეძლებათ გადახდა ფულით .
– თქვენ რომ გისმენთ, მაგონდება ჩემი მოსკოველი მეგობარი თავისი ლიბერალური შეხედულებებით. მან ერთხელ მკითხა : თუ ესმის სააკაშვილს, რომ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს? ძალიან ბევრი უკრაინელი პოლიტიკოსიც საუბრობს იმაზე , რომ ვისაც ვადამდელი არჩევნები სურს, კრემლის აგენტია. ამაზე ალბათ თქვენც გიფიქრიათ? რას იტყვით , "კრემლის აგენტი" ხართ?
– მე, ძალიან კარგად მესმის იმ რუსებისა და უკრაინელებისა, რომლებიც პრიმიტული სქემებით ასკვნიან ,რომ არ შეიძლება გაფართოო ნავი. მაგრამ უკრაინა ნავი არ არის, ეს დიდი გემია. ამ გემს აქვს საჭე, რომლისთვისაც იბრძვის მთვრალი ადამიანების გუნდი, იქით კიდევ ცალკე მგზავრებს სურთ ამ აყალმაყალის ამტეხ მთვრალების გუნდს ჩამოართვან საჭე, საკუთარ ხელში ჩაიგდონ კონტროლი, ხოლო ეს მთვრალების გუნდიკაიუტ-კომპანიაში ჩაკეტონ.ახლა, მთავარია მოიყვანონ გამოცდილი ადამიანი, ვისაც გემის მართვა შეუძლია. ამის ნაცვლად კი ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება კაპიტნის გამოცვლა, რადგან ჩვენს წინაშეა აღელვებული ზღვაა… არადა სწორედ იმის გამო უნდა მოკიდონ ხელი საჭეს, რომ ტალღებია.
– და თუ ეს "აგენტი", თქვენ არ ხართ, მაშინ ვინაა იგი?
– პირველი – ხალხი, რომელიც ძარცვავს არმიას. ისინი ერთმნიშვნელოვნად აგენტები არიან, მიუხედავად იმისა, რომ საპირისპიროს ამტკიცებენ. . მეორე – იგი, ვინც კლავს უკრაინის ეკონომიკას. უკრაინა 4-ჯერ ღარიბია ვიდრე რუსეთი. და მესამე – ვინც ასუსტებს უკრაინას. უკრაინა ახლა წაეკიდა დასავლელ მეზობლებს-უნგრეთს, რუმინეთს, სერბეთს და პოლონეთს…
– თქვენთვის ბანდერა გმირი არ არის?
-არავინ გვაძალებს შევცვალოთ ჩვენი გმირები. არ შეიძლება გვქონდეს ასეთი ტაქტი და დამოკიდებულება მეზობლებთან. ჩვენ, საქართველოს, მეზობლებთან – აზერბაიჯანთან , სომხეთთან და თურქეთთან გაცილებით მეტი პრობლემები გვქონდა, ვიდრე უკრაინას – პოლონეთთან. მაგრამ ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ შორის იდეალური დამოკიდებულებები ჩამოყალიბდა . როდესაც გყავს ჭეშმარიტი მტერი, არ შეიძლება წაეკიდო მეზობლებს.
-თქვენი ახლანდელი აქციები თბილისის მიტინგებს მაგონებს თქვენი პრეზიდენტობის დროს.
-რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე მიტინგებს, ისინი თქვენ გაწვდიან ინფორმაციებს , მაგრამ არ გაწვდიან გაგრძელებას. პირველი მიტინგი, რომელიც "კანონიერმა ქურდებმა" მოაწყვეს, ეს ყველამ იცის, თუმცა იქ ბევრი რიგითი მოქალაქეც იყო. პოლიციამ დიახ, გამოიყენა ძალა, ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რაც ძალიან ულამაზოდ გამოჩნდა. მაგრამ შედეგად მე, 2007 წელს გადავდექი. და ჩემი პრეზიდენტობის ვადა 1,5 წლით შევიმოკლე.
მე წარვსდექი ხალხის წინაშე და ვთქვი, რომ ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოკლებ ჩემი პრეზიდენტობის ვადას, დანარჩენი კი გავაგრძელო მომავალში, თუ არა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და მათ გადაწყვიტეს, რომ მე ვიქნებოდი პრეზიდენტი. ამიტომ, როდესაც გაყვირიან, რომ სააკაშვილი ეს ქართველი იანუკოვიჩია…იანუკოვიჩი რა, გადადგა? მან რაიმეზე ბოდიში მოიხადა? თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღო?
– იყო მეორე მიტინგიც 2013-ში…
– ისიც ისეთივე ადამიანებმა მოაწყვეს, როგორებმაც ხალხი დაწვეს ოდესაში – საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, დამოუკიდებლობის დღეს მათ პროვოკაცია მოაწყევს და განაცხადეს: არ მოგცემთ საშუალებას ჩაატაროთ შეიარაღებული ძალების აღლუმი. ეს რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. ჩვენ ძალიან სწორად მოვიქეცით. შესაძლებელია, პოლიციამ მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მომიტინგეებმა მოკლეს პოლიციელი…მე ვფიქრობ,მ ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიული ხელისუფლება ასეთ დროს უფრო მკაცრადაც კი მოიქცეოდა.
შედეგად ამ მიტინგის მთავარ ორგანიზატორზე არ დაკისრებია პასუხისმგებლობა და არც ჩაგვისვამს. ჩვენ გვქონდა პრინციპი – არასდროს ახლოთ ხელი პოლიტიკოსს, თუნდაც იგი პუტინის მეგობარი იყოს. და ეს იყო ჩვენი დიდი შეცდომა. მაშინ მე მიმაჩნდა, რომ არასწორია ახალი, დემოკრატიული ქვეყანა პოლიტიკოსს კრიმინალური საქმეებით ებრძოლოს. შეიძლება ამასი მართალი ვიყავი, შეიძლება- არა. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მართალი ვარ.
– ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს თქვენ განაცხადეთ, რომსაქართველოში წასვლა ახლაც შეგიძლიათ , მაგრამ არ გსურთ. რატომ?
– წავიდე ახლა? რატომ? იმისთვის, რომ ქართულ სასამართლოსში განსასჯელის სკამებზე ჯდომაში დავკარგო ჩემი უძვირფასესი დრო მაშინ, როცა შემიძლია, მოვიარო მსოფლიო და ყველას ვამცნო სიმართლე? როცა შემიძლია საჭირო საქმეები ვაკეთო აქ? მე არ ვითამაშებ ოლიგარქების გეგმებითა და თამაშის წესებით . ბრძოლა გრძელდება. რაბინოვიჩმა ტელეეთერში თქვა, რომ მაიდანზე ხალხი ჩემი ბრძანებით ჩახოცეს. შემდეგ ეს ფილმი ბელორუსიამ აჩვენა.
ვინაა აქ ჩართული? ბერლუსკონი -იტალიელი. საქართველოს ხელისუფლება. უკრაინელები რაბინოვიჩის შუამდგომლობით. ეს არის ბრძოლის საერთო ფრონტი. და მე ამ ომში უნდა ვაჩვენო ჩემი, პირადი, ცალკე აღებული სიმართლე? რისთვის? რუსი ოლიგარქებისთვის?
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ვროპაშიც, უკრაინაშიც , საქართველოშიც. და ყველგან ვიბრძოლოთ იდეოლოგიურად. მე, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ კვლავ არსებობენ ჩემთან თანაზიარი ფასეულობების ადამიანები, რომლებიც ასევე კარგად დაიცავენ ამ პოზიციებს, შეიძლება მიმეცა ნება დროებით ამეღო ჩემი ტელეფონი და სადმე კუნჭულიდან, ბინიდან დავკვირვებოდი, რა ხდება. მაგრამ ეს ჩემს გეგმებში არ შედის.
– მაგრამ თქვენ შეიძლება გაგადეპორტონ.
– რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ დამიჭირონ. მე ამას მივხვდი, როცა უკრაინაში დავბრუნდი. მაგრამ ეს კიდევ სხვა ისტორიაა. მათ 2013 წელსაც სურდათ ჩემი დაპატიმრება, მაგრამ დღეს საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მოსახლეობას ჩემი მმართველობის პერიოდისადმი გამძაფრებული ნოსტალგია აქვს და ჩემი დაპატიმრება დიდი სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. მე არ მსურს შეტაკება საქართველოსთან, მე არ მინდა რაიმე სახის რუსული რეაქციის პროვოცირება მოვახდინო. ახლა ჩვენი ბრძოლის ფრონტი აქაა. მაგრამ თუ საქართველოში გამაგზავნიან , სხვა გზა არ მექნება გარდა ერთისა – ვიბრძოლო შესაბამისად. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ. ყველა შემთხვევაში გავარღვევთ.