მთავარისიახლეებისაზოგადოებავაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო

ვაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო

Published on

ვაშინგტონში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი დაიწყო.
 
”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრებმა ღირშესანიშნაობები მოინახულეს, ეწვივნენ კაპიტოლიუმს, ვაშინგტონის მონუმენტს და ლინკოლნის მემორიალს.
 
ქართველი სასულიერო პირები 5-დღანი ვიზიტით აშშ-ში  განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ს) ინიციატივითა და ორგანიზებით 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ორგანიზაციის ცნობით, ქართული დელეგაცია ეწვევა თეთრ სახლს, კონგრესის ბიბლიოთეკასა და მოინახულებს იქ დაცულ ქართულ არქივს, შეხვდებიან ქართველი დიასპორის წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს კონგრესმენებთან. ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლები.
28 ნოემბერს ქართველი სასულიერო პირები მონაწილეობას მიიღებენ 28 ნოემბერს დაგეგმილ კონფერენციაში, რომლის მთავარი თემებია: რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა. 
 
ვიზიტის ფარგლებში, სასულიერო პირები შეხვდებიან სამოქალაქო სექტორის, აკადემიური წრეების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
 

პროექტს CDD-ი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. შემსწავლელი ვიზიტისა და საერთაშორისო ინტერ-რელიგიური კონფერენციის მხარდამჭერები არიან: NED-ი (ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის), აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროალტანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.
 
,,ოღონდ არ უთხრათ, რომ ვაშინგტონის დაგეგმარება მასონური ვარსკვლავის ფორმისაა, რომ კაპიტოლიუმიც მასონურია და ვაშინგტონ-ლინკოლნიც მასონები იყვნენ!'' –  ასე ეხმაურებიან სასულიერო პირების ვიზიტს სოციალურ ქსელში. 

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...