მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ბათუმში. მოქალაქეებისთვის მოქმედებს „ცხელი ხაზი“ - 595950925

ხანძარი ბათუმში. მოქალაქეებისთვის მოქმედებს „ცხელი ხაზი“ – 595950925

Published on

ბათუმში, სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის გამო  აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.  მატი  გამოყვანა გაძნელებულია ძლიერი დაკვამლიანების გამო.
 
სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის განცხადებთ , ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია ოთხი მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 
დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი. 
 

ბათუმში ამ დრომდე მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 13 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთნენ მეხანძრე-მაშველები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან. 
 
შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა  
 
შსს ცნობით, ბათუმში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.  სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს „ცხელი ხაზი“ – 595950925.
 
 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
 
 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...