მთავარისიახლეებიპოლიტიკამთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ სისხლი დაიღვრებოდა. აქ ადგილი ჰქონდა რუსული და...

მთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ სისხლი დაიღვრებოდა. აქ ადგილი ჰქონდა რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ სცენარს… – გენერალი გოგი თათუხაშვილი

Published on

შსს ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“, – ნათქვამია შსს განცხადებაში. 
 
სურათზე: გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაღუპული სპეცრაზმელი, 41 წლის ვანო გოლოშვილი.
 
მსხვერპლი არსებულ ვითარებასთან არათანაბარზომიერია, რჩება შთაბეჭდილება, რომ სპეცოპერაციის დროში გაჭიანურება ვიღაცას აწყობდა, მით უფრო, რომ მოლაპარაკების მცდელობა პირველივე მცდელობისას შეწყდა, თუმცა კი ეს რესურსი აშკარად არ იყო ამოწურული. 
ამ მხრივ ნიშანდობლივია გენერალ გოგი თათუხაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელშიც გამოთქმულია მზაობა  მოლაპარაკებაში ჩართვისთვის.
 
,,მთელი საქართველო გავაფრთხილე, რომ  სისხლი დაიღვრებოდა, რომ ორივე მხრიდან იქნებოდა დანაკარგი. საქართველოს ყველა ჯარისკაცი და სპეცნაზელი ჩემი შვილია. მე თავად საქართველოს ჯარისკაცი ვარ. მიუხედავად ჩემს მიერ ფეისბუქ გვერდზე გაკეთებული განცხადებისა, ზუსტად ნახევარ საათში დაიწყეს ნამდვილი შეტევა. მე, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ჩემს მიერ გაკეთებულ წინა განცხადებაში ვითხოვე 'საქმეში" ჩარევა, რათა მეწარმოებინა სამშვიდობო მოლაპარაკება ე.წ. "ტერორისტებთან". ამასთანავე განვაცხადე, რომ მთლიანად პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებდი. ვინ არ დამენათხმა ან ვინ არ დაიჯერა , თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამას… ფაქტი სახეზეა… ამავდროულად ჩემთვის ნათელია, რომ აქ ადგილი ჰქონდა რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ სცენარს…
ჩემთვის გაურკვეველია ერთი რამ, რატომ არ იღებენ ხმას პარტიის ლიდერები, პოლიტსაბჭოს წევრები, და სხვა პოლიტიკოსები? ყველა , რომ ერთად დამდგარიყო სისხლისღვრა ხომ არ მოხდებოდა? ნუთუ აუცილებელია, რომ ბიძინა ოლიგარქმა დააფინანსოს მათი განცხადებები? საქმე იმაშია, რომ მათი შვილები არც ჯარში მსახურობენ და არც სპეცნაზში და ისევ ჩვენს შვილებს სწირავენ.'' – წერს დღეს გოგი თათუხაშვილი.
 
რაც დრო გადის, კითხვები მატულობს, ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობა გავიგოთ. ხომ უნდა ვიცოდეთ ვის და რას შეეწირა ქართველი  სამართალდამცველი, რომლის ოჯახს მისი ცხედარი გიორგობას მიუსვენეს სახლში , ან რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ  პოლიტიკურ თამაშებს თუ ხელისუფლების უსუსურობასა და არაპროფესიონალიზმს შეეწირნენ   უდანაშაულო ადამიანები, რომელთაც ტერორისტის იარლიყი მიაწებეს. 
 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...