მთავარისიახლეებიეკონომიკალონდონში გამართულ კონფერენციაზე ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებზე იმსჯელეს

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებზე იმსჯელეს

Published on

ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სათავო ოფისში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია OUTLOOK ON GEORGIA 2017 ჩატარდა. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფორუმზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის მზარდი სფეროები და საინვესტიციო შესაძლებლობები ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და საბანკო-საფინასო სექტორებში.
 
კონფერენციაზე ფარგლებში გაიმართა სამი სადისკუსიო პანელი: საქართველოს აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე – შესაძლებლობები ინფრასტრუქტურაში და რეგიონული ინტეგრაცია, საქართველოს ფინასური სექტორი და ტურიზმი.
 
კონფერენციაზე  იმსჯელეს ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტებზე, როგორც  საქართველოს ეკონომიკურ გარემოსა და პოტენციალის  მაჩვენებელზე.
 
აღსანიშნავია, რომ  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ EBRD-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარი პარტნიორია. 
 
ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზა 2021 წელს ამოქმედდება, როდესაც პორტი პირველ გემებს მიიღებს. პროექტის განხორციელება სულ 9 ფაზად იგეგმება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია. 

სიახლეები

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...