რატომ მივიდა შს მინისტრი სპეცოპერაციის ადგილზე მხოლოდ 22 საათის შემდეგ? ხატია დეკანოიძის ეს და სხვა კითხვები მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო

0
386
ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სპეცოპერაცია, რომელიც უკვე 22  საათია უშედეგოდ გრძელდება , “უთავბოლოდ” იყო დაგეგმილი.
იგი მწვავედ აკრიტიკებს  შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას , რომელიც ეპიცენტრის ადგილზე მხოლოდ ახლა, დიოდო დაგვიანებით დაგვიანებით მივიდა, რაც გაუმართლებელია.
 
“არსებობს ძალიან ბევრი კითხვა მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო. პირველ რიგში,
რატომ არ განხორციელდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც იქ ცხოვრობენ?!
როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დაზვერვის სამსახურს?!
როგორ მოხდა ისე, რომ სუს-ის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის მხოლოდ მე-20 საათზე ადგენენ ტერორიტების ვინაობას.
რატომ შეუშვეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში და რატომ მოხდა მათი ევაკუაცია სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ?!
რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ გაიპარა ის კანცელარიიდან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ – რატომ დაემალა ჟურნალისტებს?!
რატომ არ დაამშვიდა პრემიერ- მინისტრმა მოსახლეობა?!
რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას რომ საზოგადოება არ იმსახურებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც დაგროვდა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 
 
მან სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელებს გამოჯანმრთელება, ხოლო კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სიმშვიდე უსურვა.
წინა სტატია,,ჩემი გულისთვის ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. ბოლომდე ჩემს გვერდით იყო…” – მიხეილ სააკაშვილი მზია წერეთლის ცხოვრებაზე
შემდეგი სტატია“სიცოცხლით სავსე” ქალაქის მერი არ გინახავთ?!” – სვამს კითხვას პუბლიცისტი გიორგი კალანდია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური