მთავარისიახლეებისაზოგადოებასპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი

სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი

Published on

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.მისივე ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. აამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი“, – განაცხადა ნინო გიორგობიანმა.მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს.აქვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, სპეცრაზმელს, პოლიციელს და რიგით მოქალაქეებს.  "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ  ყველა იმ თანამშრომელს სპეცრაზმელს, პოლიციელს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები. ამ რთული ვითარების გადატანისთვის, მადლობას ვუხდით მოსახლეობას,  რომ მათ ითანამშრომლეს სამართალდაცმველებთან , – განაცხადა  ნინო გიორგობიანმა.
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...