მთავარისიახლეებიპოლიტიკადა როცა საქმე ლაფანყურის ოპერაციას ეხებოდა, ეს წესი არ მოქმედებდა? ...

და როცა საქმე ლაფანყურის ოპერაციას ეხებოდა, ეს წესი არ მოქმედებდა? ,,არც ერთ მეტ კითხვაზე არ იქნება პასუხი გაცემული იმ ზომაზე მეტად, რასაც შესაბამისი სამსახურები ჩათვლიან საჭიროდ” – აცხადებს სოზარ სუბარი

Published on

სოზარ სუბარი, როგორც იქნა,  მიხვდა, რომ საზოგადოდ „სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განცხადებებს იმ დოზით, რა დოზითაც ეს შესაძლებელია .მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პირდაპირ ეთერში ხდებოდეს დეტალების ლაპარაკი, როგორ მიმდინარეობს სპეცოპერაცია. არც ერთ მეტ კითხვაზე არ იქნება პასუხი გაცემული იმ ზომაზე მეტად, რასაც შესაბამისი სამსახურები ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა მან.
 და  როცა საქმე ლაფანყურის ოპერაციას ეხებოდა, ეს წესი არ მოქმედებდა?
 
 
 მოქმედებდა, მაგრამ მაშინ კოლექტიურ სუბარს ასე აწყობდა.
ახლა კეთლ ინებოს, და მოუსმინოს სავსებით ლეგიტიმურ კითხვებსა და შეფასებებს, რომელიც ამ 17 საათიან სპეცოპერაციას თუ 17 საათიან უსუსურობას ეხება.  
 
.თენგო გოგოტიშვილი: არ შეუძლიათ თუ არ ატარებენ სპეცოპერაციას, რომ მომავალში არ დააპატიმრონ საქმის შესრულებისთვის?
ძალიან ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ 17-საათიანი ოპერაცია 2 თუ 3 თუნდაც სუპერ-ტერორისტის წინააღმდეგ, რომელიც ბინაშია გამოკეტილი, არის ძალიან დამაფიქრებელი.
17-საათიანი ოპერაციის შემდეგ სუს-ის აღიარება, ახლა ვადგენთ ამ ხალხის ვინაობასო, არის თავისმოჭრა.
ასეთი მომზადებულია ჩვენი სპეცრაზმები, რომ სადარბაზოს კარის აფეთქება, ან ფანჯრის შემტვრევა და შიგნით შესვლა არ შეუძლია?
თუ, უბრალოდ, არ ცდილობენ აქტიურობას, რომ ოდესმე არ დააპატიმრონ საკუთარი საქმის შესრულებისთვის, როგორც ბევრი დააპატიმრეს უკვე და ზოგიც მოკლეს, მაგალითად, თათუხაშვილი?
 
 
ნანუკა ჟორჟოლიანი: თანამედროვე მსოფლიო, ყველა არხი გადასცემს პირდაპირ ეთერში ასეთ სპეცოპერაციებს. მედიას კი ნუ აკრიტიკებთ, ხელისუფლებას მოსთხოვეთ, გვითხრან რა ხდება ქალაქში, ქვეყანაში, რომელიც ჩვენიცაა.
თუ ხელისუფლება მალე არ დაიწყებს საუბარს ამ თემაზე, მეტ ჭორს მიიღებს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხარო რეალობაა. ასეთია დამალული ამბების "პრინციპი".
სპეცრაზმელები ,  იმედია ყველაფერი კარგად იქნება!
 
ზაზა ბიბილაშვილი: ამ სპეცოპერაციით ხელისუფლება დასავლეთს უმტკიცებს, რომ კრიმინალთან ჩახუტებული არ ვართო
არც ისე დიდი ხნის წინ, "ოცნებამ" ციხიდან გამოუშვა საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი. აქაოდა, ნაციონალები დევნიდნენ უსამართლოდო. ეს ჩატაევი მერე წავიდა, სტამბოლში ტერაქტი მოაწყო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
წელს, იანვარში, "ოცნებამ" გირაოთი გამოუშვა გივი თარგამაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორი. ვიმეორებ – ტერორისტი გაუშვა გირაოთი.
ხოდა, ამათ რომ ტერორისტებთან პრობლემა არა აქვთ, ცხადია. ბნელი მრწამსი რომ არ შეუცვლიათ ბოლო თვეებში – ესეც. ალბათ, დასავლური წნეხის პასუხად ვიღაცაებს უმტკიცებენ, რუსებთან და საერთაშორისო კრიმინალთან ჩახუტებული ხელისუფლება არ ვართო. თუმცა, ძალიან არადამაჯერებლად.
 
 და ბოლოს,  გენერალ გოგი თათუხაშვილის განცხადება, რომელიც სუბარის რახარუხში ჩაიკარგა: 
 
გოგი თათუხაშვილი: დაინდეთ ჩვენი სპეცრაზმელები!
სასწრაფოდ შეწყდეს კრემლის მიერ დადგმული სცენარი!  გამოცხადდეს ნახევარ საათიანი  მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.   მალაპარაკეთ ჩეჩნებთან.  მთლიან პასუხისმგებლობას ჩემს  თავზე ვიღებ. დაინდეთ ჩვენი სპეცრაზმელები!
წერს, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი, გოგი თათუხაშვილი.
 
 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...