მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინიდან ერთ დღეში საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტირება მოხდა

უკრაინიდან ერთ დღეში საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტირება მოხდა

Published on

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს, მიზეზად უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.
 
უწყება ქართველების ვინაობას არ აკონკრეტებს. თუმცა ცნობილია 8-დან 4 დეპორტირებულის ვინაობა. მათ შორის არიან „რუსთავი 2-ის“ ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები – ვანო ნადირაძე, ზურაბ ცინცაძე და მამუკა აბაშიძე.
 
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თამაზ შავშიშვილი სპეცსამსახურებმა მისივე სახლიდან გაიტაცეს, ვანო ნადირაძე კი ერთ-ერთი კაფედან.
 
რადას დეპუტატის ინფორმაციით, ისინი ჟულიანის აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც თბილისში გამოამგზავრეს, თუმცა რეისი ფრენების ოფიციალურ განრიგში არ ფიქსირდება.
 
„ახალი ძალების მოძრაობის“ ადვოკატი კი აცხადებს, რომ ჟულიანის აეროპორტში დეპორტაციის მიზნით არა 8, არამედ 9 ადამიანი გადაიყვანეს.

სიახლეები

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...