მთავარისიახლეებისაზოგადოებაგოგონების მოკვდინება დედის საშოში რომ ძალიან გახშირებულია, არავისთვის არის საიდუმლო

გოგონების მოკვდინება დედის საშოში რომ ძალიან გახშირებულია, არავისთვის არის საიდუმლო

Published on

1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა. – ეს სამწუხარო სტატისტიკა გახმოვანდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით კონფერენციაზე, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართა თბილისში..
კონფერენციაზე განიხილეს 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები გენდერულ ჭრილში . ასევე, წარმოდგენილი იყო დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის დინამიკა .
კონფერენციის ორგანიზატორების თქმით, მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც გამოირჩეოდა მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა.
 
მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, 2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური  დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.
 
ე.წ. სელექციური აბორტების საკითხს გამოეხმაურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  დავით სერგეენკოც. მისი თქმით,  აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების უფლებას არ იძლევა.
 
 
,,რეკომენდებულია სქესის არ გამხელა ორსულთათვის, რადგან ეს ხანდახან გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ არის რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული –  განაცხადა მან –  ე.წ. სელექციურ აბორტების დათვლა  ირიბი მაჩვენებლებით ხდება  – დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, თუმცა ეს არის ირიბი ინდიკატორი, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება.'' 
 
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ ნებისმიერ ჩვენგანს სმენია თავის წრეში, ,,გოგო იყო და მოვიშორეო''.  გოგონების მოკვდინება დედის საშოში რომ ძალიან გახშირებულია არავისთვის არის საიდუმლო.    

სიახლეები

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...