მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ხართ ჩოხოსანი და კარგი თამადა, სამსახურისთვის კალაძეს მიმართეთ

თუ ხართ ჩოხოსანი და კარგი თამადა, სამსახურისთვის კალაძეს მიმართეთ

Published on

კახა კალაძე არ აპირებს თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და ნუგზარ ჭონქაძის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს.
თბილისის მერი აცხადებს, რომ ის გამოცდილი კადრია და წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
„წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო "პროგრეს ბანკის" უსაფრთხოების ხელმძღვანელი.
სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა,“-განაცხადა კახა კალაძემ.
 
ნუგზარ ჭონქაძის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით ჭონქაძე ზონდერია და გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით. 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....