მთავარისიახლეებიეკონომიკაწლის ბოლომდე ვალუტის ვარდნის პროცესი გაგრძელდება, რაც ფასების კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს

წლის ბოლომდე ვალუტის ვარდნის პროცესი გაგრძელდება, რაც ფასების კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს

Published on

ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ვალუტის ვარდნის პროცესი გაგრძელდება, რაც ფასების კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს.  ეროვნული ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ექსპერტები, ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. მათი ვარაუდით კომპანიებმა – წყალმომარაგებისა და  ენერგეტიკის სფეროში შესაძლოა  სემეკს ტარიფების გადაანგარიშების თაობაზეც მიმართონ, რაც  ნეგატიურად აისახება როგორ ბიზნესზე ისე მოსახლეობის მდგომარეობაზე. სპეციალისტები მოუწოდებენ 
ეროვნულ  ბანკს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები ინფლაციური პროცესების  უკონტროლო ზრდის შეჩერებისათვის და გაზარდოს  რეფინანსირების განაკვეთი
 
თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
 
არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ამ ბაზრისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა.
 
„რაც შეეხება თვითონ კურსზე მოქმედ ფაქტორებს, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გავაკეთეთ კომენტარი, მათ შორის, არის დეტალური კომენტარი გამოქვეყნებული ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე ბოლო დროინდელ ცვალებადობასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხარათ, რაც ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ – ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
 
მისივე განმარტებით, როდესაც საუბრობს კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან დაკავშირებით, არამედ სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.
„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
 
კითხვაზე, ხომ არ მოახდინა გავლენა კურსზე რომელიმე მსხვილმა ტრანზაქციამ, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, გასულ წელს, როცა მსხვილი ტრანზაქცია იყო, ამაზე ეროვნულმა ბანკმა კომენტარი და ინტერვენციაც გააკეთა. მისივე თქმით, წელს მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.
 

სიახლეები

თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებულ ცხინვალში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ახალგორელი აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში...

რა მოხდა ზედა ეწერში – სასტიკი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა და განხილვა....

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ეისკის ავიაბაზაზე რუსების საზღვაო-სადაზვერვო თვითმფრინავი Il-38N გაანადგურა. ეს თვითმფრინავი...

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ყველა კეთილი ნების ადამიანს...