მთავარისიახლეებისპორტიიტალია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

იტალია მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

Published on

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.„სკუადრა აძურამ“ ორი შეხვედრის ჯამში გოლი ვერ გაუტანა შვედეთის ნაკრებს და მუნდიალის ფინალური ტურნირის მიღმა დარჩა. შინ პირველი მატჩის 1:0 მოგების შემდეგ, შვედეთმა კარგად დაიცვა თავი მილანში გამართულ განმეორებით შეხვედრაში და სასურველ ფრეს მიაღწია – 0:0 იტალიელებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ: ბურთის ფლობა – 75%-25%, დარტყმების შეფარდება – 24-4, ზუსტი დარტყმები – 6-1, კუთხურები – 8-0. თუმცა, შეუძლებელი აღმოჩნდა შვედეთის ნაკრების მეკარის, „კოპენჰაგენის“ წევრის, რობინ ოლსენის კარის აღება.იტალია, პირველად 1958 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ვერ ითამაშებს მუნდიალის ფინალურ ეტაპზე, შვედეთი კი რუსეთში გასამართი ტურნირის რიგით 29-ე ფინალისტი გახდა.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...