მთავარისიახლეებიპოლიტიკაოზურგეთში ამ დროისათვის არაერთი პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა

ოზურგეთში ამ დროისათვის არაერთი პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა

Published on

 10:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკვე 4 712-მა ამომრჩეველმა მიიღო. (სულ კი 62 275 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული).
ოზურგეთის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე იბრძვიან. 21 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატებს შორის სხვაობა დაახლოებით ერთი პროცენტი იყო.
 
მეორე ტურის წინა პერიოდში კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს ადანაშაულებდნენ ამომრჩევლის  დაშინებასა და ზეწოლაში . მათ ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრსაც მიმართეს მოთხოვნით  შეწყდეს მათ ამომრჩევლებზე ზეწოლა.
 
შესაბამისად გაჩნდა მოლოდინი,  რომ  ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი დღეს გურიაში იქნებოდა, თუმცა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში აცხადებდნენ, რომ  ათი საათისთვის  საარჩევნო უბნებზე სიმშვიდე იყო და  საარჩევნო პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, ამ ეტაპზე  არცერთი საჩივარი არ იყო შედგენილი. 
 
მოგვიანებით სურათი  შეიცვალა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პროცედურული დარღვევების ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. 
 
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" წარმომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. 
მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ვიდეომასალით აღბეჭდა, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა. მამარდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ პატრული გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა მისთვის კამერის წართმევა სცადეს.
 
"ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი დეპუტატი საარჩევნო სიებს ადგენდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე. ამით ისინი ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენენ. მანქანებში სიები იყო. პატრულის ეკიპაჟი გამოვიძახე. მოვიდნენ "შკოდას" მარკის ავტომობილებით, თუმცა სამართალდამცავებმა ჩემზე მოახდინეს ზეწოლა. ხელითაც კი შემეხნენ და კამერის წართმევა სცადეს. მერე ჟურნალისტები მოვიდნენ და სამართალდამცავებმა ჩემზე ზეწოლა შეწყვიტეს",- განაცხადა ფიქრია მამარდაშვილმა.
 
ოზურგეთის 43-ე საუბნო საარჩევნო ტერიტორიაზე მომხდარ ინცინდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა. 
მისი განცხადებით, საარჩევნო უბანთან მათი წარმომადგენელი კანონის დაცვით იმყოფებოდა, თუმცა მასზე აგრესიულად ხელის შეშლა განხორციელდა. დეპუტატის თქმით, ფაქტზე შესაბამისი ღონისძებები გატარდება. 
 
„ოზურგეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დილიდან ამომრჩეველთან აქტივობა მაღალია. რაც შეეხება 43-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ შემთხვევას, აქ ჩვენს წარმომადგენლებთან ჯერჯერობით დაუდგენელი პირი მივიდა, რომელმაც აგრესიით სცადა ხელის შეშლა კანონით დადგენილი ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში. ბუნებრივია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ეს პროცესი საარჩევნო უბანზე ხელს ვერ შეუშის. ამ შეკითხვებს კი შესაბამისი სამსახურების მხრიდან პასუხები გაეცემა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ერთერთი ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს, რომ  „უკვე მოხდა დარღვევების ცალკეული შემთხვევებ, რომლებიც  ძირითადად პროცედურულ საკითხებს უკავშირდება –  ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას ცდილობდა, ასევე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ერთით ნაკლები აღმოჩნდა. პროცედურულ დარღვევებზე ზეპირი შენიშვნები დაფიქსირდა“.
 

გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არ იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრები. ბოიკოტის გამო პარტიამ წარმომადგენელი გაიწვია. 
 
 
.

 

 
 
 
 
 

სიახლეები

გაჩხრიკეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და კიდევ 8 პირის სახლები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის...

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა...

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ივანიშვილის პარტიის...

“სამარცხვინო ლაქაა!..” – მიხეილ სააკაშვილი ეუთოს თავმჯდომარის დაჯარიმებაზე

რუსთაველის გამზირზე თითქოსდა გზის გადაკეტვის გამო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დაჯარიმების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი...