მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია...

,,ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან” – განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე

Published on

“მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე – ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან”, – განაცხადა პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე
 
 ილია მეორის თქმით, სიმდიდრე არის საცდური ადამიანებისთვის. საკვირაო ქადაგების დროს პატრიარქმა მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ. 
 
,,სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის. ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, – აღნიშნა პატრიარქმა.
 
მისივე თქმით, უნახავს ოჯახები, რომლებიც ქველმოქმედებას ასწავლიან შვილებს, დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი და მოიყვანონ სახლში.
 
„ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებულნი ბრუნდებიან, რომ ვერ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...