მთავარისიახლეებისამართალიბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაშია დაბარებული

ბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაშია დაბარებული

Published on

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი  ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ უდანაშაულოა, კანონის დარღვევით დააკავეს და  სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
 
დღეს იგი  თბილისის პროკურატურაში იგუ  მოწმის სახით დაიკითხება. საქმე ეხება "პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე დაკავების ფაქტს, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 
 
"აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, აქციაზე ჩემი დაკავების გამო. მოწმის სახით ვარ პროკურატურაში დაბარებული. ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, რათა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ძალიან ხშირად არღვევენ კანონსა და ადმინისტრაციული დაკავებისას უფლება-მოსილებას ამეტებენ. საქმე, სავარაუდოდ, მათი მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტებას ეხება. დროებითი დაკავების იზოლატორიდან ის მასალებიც არსებობს, რომლებიც დაკავებისას სხეულზე დაზიანებების არსებობას ასახავს,"- განაცხადა გუნავამ.
 
ბეჟან გუნავა 19 სექტემბერს „პატროტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციის დროს დააკავეს .მას  პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებოდა ბრალად.  საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა, თუმცა სასამართლომ წინა პროცესზე მას წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა და ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. 
 

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...