მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსნები მოასხდნენ"- მიხეილ სააკაშვილი

“ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსნები მოასხდნენ”- მიხეილ სააკაშვილი

Published on

ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსნები მოასხდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა. 
 
სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მისი თანამოაზრეები მაქსიმალურად ახდენენ შიდა და გარე ძალების მობილიზებას, რაც პოროშენკოს მმართველობის დასასრულს აახლოებს. 
 
“გვაქვს უნარი საერთაშორისო ძალების მობილიზების, უკრაინის შიგნით მობილიზაციის. ფაქტია, რომ ოპოზიციამ, მიუხედავად სიძნელისა, დაიწყო საუბარი ერთმანეთთან და ჩემი ამოცანაა ვიყო მათი დამრიგებელი, მრჩეველი, მწვრთნელი, მე არ მივისწრაფი კაბინეტებისკენ უკრაინაში. ოლიგარქები არიან ფაროსანები, რომლებიც დადიან და შიგნიდან ანადგურებენ, სპობენ ქვეყნის შიდა იმუნიტეტს. 
 
ვერ ვნახულობ ჩემს საყვარელ თბილისს, რადგან მართლა ფაროსნები მოასხდნენ, ამიტომ აქ მაქვს ბევრი საქმე დასამთავრებელი და ამ ხალხს ამას გავუკეთებ, რადგან მე მათი ნაწილიც ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...