მთავარისიახლეებიუკრაინაავაქოვის სახლი გაჩხრიკეს, შვილი დააკავეს. სად არის ნაყარ - ნუყარი, ...

ავაქოვის სახლი გაჩხრიკეს, შვილი დააკავეს. სად არის ნაყარ – ნუყარი, უკრაინის შს სამინისტროს ზედა ეშელონებში თუ რადასთან შეკრებილ იმ ადამიანებს შორის, რომელნიც კორუფციის წინააღმდეგ გამოდიან?

Published on

უკრაინის შსს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა პარლამენტთან გაძლიერებული დაცვის მოხსნის ბრძანება გასცა.
„სახელმწიფო რესურსების ხარჯვას და რადასთან შეკრებილი ამ ნაყარ-ნუყარის დაცვას აღარ ვაპირებთ. მე გავეცი ბრძანება პერიმეტრის დაცვის მოხსნის შესახებ“, – ამის შესახებ ავაკოვმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
 
მიხეილ სააკაშვილის სარკასტულმა  პასუხმაც არ დააყოვნა: „იმედი მაქვს, სიტყვა ნაყარ-ნუყარში ავაკოვმა იგულისხმა როზენბლატი, ბერეზნენკო, ლიაშკო და ბარიგების სხვა წარმომადგენლები, ვინაიდან ეროვნული გვარდია არა აქციის მონაწილეებს, არამედ დეპუტატებს იცავდა ხალხისგან, რომლებიც მათთან დასალაპარაკებლად მოვიდნენ. იმედია , რომ 7 ნოემბერს, როდესაც დეპუტატები პარლამენტში მივლენ, ეროვნული გვარდიის ზურგს უკან არ აღმოჩნდებიან.“ – დაწერა მან  „ფეისბუქის“ პირად გვერდზე
 
 
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის დაცვა 17 ოქტომბრის ღამეს, აქციის დაწყებამდე გააძლიერეს.

აქამდე უკრაინის რადასთან მოწყობილ აქციებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მართავენ, 700 პოლიციელი და უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო პირები იცავდნენ.
 
 
 

 რაც შეეხება ნაყარ-ნუყარს, ,, უკრაინსკიე ნოვოსტის'' ცნობით, წუხელ ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა ნამდვილი  ნაყარ – ნუყარის ძებნაში თავად მინისტრის ვაჟის ალექსანდრ ავაქოვის სახლი გაჩხრიკეს 

მინისტრის ვაჟის სახლის ჩხრეკა   ჩატარდა ე.წ. ზურგჩანთების საქმის გამოძიების ფარგლებში. ეს ის ზურგჩანთებია , რომელიც შშ სამინისტრომ 2014 წლის დამლევს და 2015 წლის დასაწყისში შეისყიდა.  ,,ამ ფაქტს ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, ჯობს, თავად მინისტრს ჰკითხოთ – განაცხადა მინისტრის პრეს მდივანმა ნატალია სტატივამ მედიასთან საუბარში. 
 
 
მოგვიანებით ჩხრეკის ფაქტი თავად მინისტრმა ავაქოვმაც დაადასტურა. ,, კი ,,ნაბუ'' მივიდა ჩემი შვილის სახლში გასაჩხრეკად ''- განაცხადა მან.
 
 ამ წუთებისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის სემდეგ მინისტრის ვაჟი ალექსანდრ ავაქოვი დააკავეს, მას სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა. 
 
უკრაინული მედიის ცნობით,  2015 წლის თებერვალში უკრაინის შშ სმინისტრომ გააფორმა ხელშეკრულება ორ კომპანიასთან მათგან საერთო ჯამში  6 ათასი ტექნიკური ზურგჩანთის (საერთო ღირებულება – 16, 6 მილიონი გრივნა)  შესყიდვის შესახებ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ამ კომპანიის უკან თავად  არსენ ავაქოვი და მისი ვაჟი დგანან.  
გენპროკურატურამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მოგვიანებით ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცა.  
სასამართლომდელი გამოძიებით დადგენილია, რომ შს  სამინისტრომ ამ სუბიექტებთან წინასწარი შეთანხმებით გაფლანგა ატოს მებრძოლებისთვის განკუთვბილი 6 ათსი ზურგჩანთის შესაძენად გამოყოფილი თანხები. აღმოჩენილია და გასაჯაროებული ვიდეო ფირი, რომელზედაც ასახულია, თუ როგორ აწარმოებენ ამ საკითხზე მოლაპარაკებას ავაქოვი და მისი ყოფილი  მოადგილე  სერგეი ჩებოტარი.
ამრიგად, სად არის ნაყარ – ნუყარი – უკრაინის შს სამინისტროს ზედა ეშელონებში თუ რადასთან შეკრებილ იმ ადამიანებს შორის, რომელნიც კორუფციის წინააღმდეგ გამოდიან,   კითხვის ნიშნის ქვეშაც კი არ დგას. 
 

სიახლეები

„თქვენ ევროპაში რა გინდათ?“ – მოქალაქის პროტესტი თვითმფრინავში, არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს

თქვენ ევროპაში რა გინდათ? თქვენ ხომ აზიური კურსი გაქვთ აღებული? -ამ კითხვით მიმართა მოქალაქემ...

ბიზნესმენები, რომლებმაც ოლიგარქის პარტიას ბოლო არჩევნებზე 16 მლნ ლარამდე შესწირეს – TI სიას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას"ბოლო არჩევნების დროს პარტიას...

„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია” – ჰერჩინსკი

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს....

“ხალხის ძალა” თვითგამოცხადებულ უმრავლესობას ტოვებს და “ოპოზიციაში” გადადის

"ხალხის ძალა" "ჯანსაღი ოპოზიციის არსებობისთვის" ხელშესაწყობად, "ოპოზიციაში" გადადის- განცხადება ამის შესახებ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა გურამ...