მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ და შეეცდებიან, მეზობელ სახელმწიფოში...

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ და შეეცდებიან, მეზობელ სახელმწიფოში შესვლისა და გადაადგილების უფლება ადვოკატების დახმარებით მოიპოვონ.

Published on

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი ბრძოლას დაწყებას გეგმავენ და შეეცდებიან, მეზობელ სახელმწიფოში შესვლისა და გადაადგილების უფლება ადვოკატების დახმარებით მოიპოვონ.
 
მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრები დავით მაყიშვილი, მიხეილ აბზიანიძე და გიორგი რუბაშვილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თბილისში სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს.
 
“სპეცდანიშნულების თანამშრომლები გვექცეოდნენ ძალიან უხეშად. შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ, როგორც პირუტყვი, ისე დამაბეს, 6 ხელბორკილი მედო, ხელი შემიკრეს, მერე სავარძელთან დამაბეს, თვითმფრინავში და სკოჩით ფეხები გადამიბეს 2 ადგილზე. თვითმფრინავში დაბმული ვიყავი 4 საათი,“ – განაცხადა მიხეილ აბზიანიძემ.   
 
დეპორტაციის მიღმა პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ რაზმის წევრები. ერთ-ერთმა მათგანმა პოლონეთის საზღვარი მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადალახა.  
 
“არც დაკავების პროცესში, არც შემდგომ არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ, არანაირ დოკუმენტზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია. საერთოდ არ განგვიმარტეს, რატომ დაგვაკავეს. თვითმფრინავში რომ ჩაგვსვეს, მაშინ მივხდი, რომ საქართველოში მოვდიოდით. მე ვარ ბატონ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და ეს ყველანაირად უკავშირდება დღევანდელ მოვლენებს უკრაინაში. ფაქტი სახეზეა, რომ მის საახლობლო წრეზე ხორციელდება ზეწოლა,“ – აღნიშნა დავით მაყიშვილმა. 
 
ადვოკატის განცხადებით ისინი აპირებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. ისინი ასევე უკრაინის საელჩოსგან მოითხოვენ შესაბამის ინფორმაციებს და განმარტებებს მომხდართან დაკავშირებით.
 
შეგახსენებთ , გუსინ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოროშენკოს რეჟიმმა დააკავა მისი თანამებრძოლები. ,, ჩემი მეგობარი, დონბასის ომის გმირი დავით მაყიშვილი, ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე და საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი ქუჩაში გაიტაცეს, ცემეს  და საქართველოში გააგზავნეს, – განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა.
 
 
სურთზე დონბასის გმირი დავით მაყიშვილი .

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...