ქსენია სობჩაკი: მე ვარ კანდიდატი ყველას წინააღმდეგ

0
485
 ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ    მომავალი წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
,,მე ვიქნები კანდიდატი ყველას წინააღმდეგ.'' – აცხადებს  ყველასათვის მოულოდნელად ,,გამოჩეკილი'' კანდიდატი, რომელსაც დღე დღეზე 36 წელი უსრულდება .
 
 
გაზეთ ,,ვედომოსტიში'' დღესვე  გამოქვეყნებულ  ღია წერილში სობჩაკი ხალხს სთხოვს მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე და არ აყვეს მოწოდებებს არჩევნების ბოიკიტირებისაკენ. თავისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებელი სახსრების მოპოვებას იგი ელიტარულ წრეებში აპირებს ,,ეს იქნება დასტური იმისა, რომ საზოგადოების ყველა შრე უკმაყოფილოა არსებული სიტუაციით და ,,კანდიდატი ყველას წინააღმდეგ'' მისაღები იქნება ელიტისთვისაც''.
 
 
,,მე არ ვზივარ მკაცრ იდეოლოგიურ ჩარჩოებში, არ მივეკუთვნები არც ერთ კონკრეტულ პარტიას და არა ვარ შეზღუდული ჯგუფური დისციპლინით, ამასთან ღია ვარ კონსულტაციებისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან.- ამბობს იგი. – ჩემი მონაწილეობა არჩევნებში სასარგებლო იქნება რუსეთის პოლიტიკური სისტემისთვის''. 
 
სობჩაკის შანსებს არჩევნებში რუსი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები აფასებენ. ისინი   თანხმდებიან იმაში, რომ სობჩაკის მიერ თავისი კანდიდატურის წამოყენება ცუდი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მან შეიძლება კანდიდატურის დასარეგისტრირებლადაც კი ვერ შეძლოს საჭირო რაოდენობით ხელმოწერის შეგროვება.  
 
პოლიტოლოგი ვიაჩესლავ სმირნოვი ფიქრობს, რომ სობჩაკის მონაწილეობა გამოაცოცხლებს მოსახლეობის მიძინებულ ინტერესს არჩევნებისადმი იმ თვალსაზრისით, რომ იგი ახლა ყველაზე მკაფიო ნატურაა იმ ახალი სახეებიდან, რომლებიც ამ დროისათვის არიან ახალგაზრდა პოლიტიკურ სპექტრში, თუმცა გამარჯვების შანსი არა აქვს. თეორიულად მან შეიძლება ხმების დიდი – დიდი სამი პროცენტი მოაგროვოს, მაგრამ ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი,,, თუ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობამ 10 პროცენტს გადააჭარბა, ეს მისთვის მართლაც დიდი წარმატება იქნება". – წერს იგი.
 

რუსეთის პრეზდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სობჩაკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ,,ქსენია სავსებით აკმაყოფილებს  კონსტიტუციის მოთხოვნებს და აქვს სრული უფლება მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდნტო არჩევნებში. მისივე განცხადებით, სობჩაკის პოლიტიკური მრწამსი საზოგადოებისთვის ფაქტობრივად არ არის ცნობილი და მას ნულიდან მოუწევს პოლიტიკური გამოცდილების დაგროვებაც. 

 

არც სმირნოვს, არც პესკოვს არაფერი უთქვამთ პუტინის ფაქტორზე, რომელიც აშკარად იმოქმედებს  ახალი კანდიდატის შანსებზე არჩევნებში. სამაგიეროდ, თავად სობჩაკი აცხადებს,  რომ იგი პუტინისთვის სასურველი კანდიდატი არ არის. 

 

14 სექტემბერს, სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მიზეზი ტელეწამყვანის მამის ანატოლი სობჩაკის შესახებ ფილმისთვის ინტერვიუ გახდა. თუმცა პრესა წერდა, რომ ინტერვიუს შემდეგ, ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტს პირადადაც ესაუბრა.

 

“ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ჩემს ოჯახს დიდი ურთიერთობები აკავშირებდა ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგიდან. ამიტომაც, მართებულად მიმაჩნია, ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი განზრახვის შესახებ ინტერვიუს მერე ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს და ამაზე პასუხისმგებლობაც აიღოს. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას მოეწონა ჩემი ნათქვამი“, – ამის შესახებ სობჩაკმა ტელეკომპანია Дождь-ს უამბო.

 

რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლისს 18 მარტს ტარდება. 
 
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ ორჯერ მონაწილეობდა. 2000 წელს კრემლის ლიდერობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარე ელა პამფილოვას სურდა, რომელმაც მაშინ ხმების მხოლოდ 1 პროცენტი მიიღო, 2004 წელს კი ირინა ხაკამადას, რომელმაც ამომრჩეველთა მხოლოდ 3,84%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.. 

წინა სტატიამოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9
შემდეგი სტატიაუკრაინის სასამართლომ პოლიციას დაავალა სისხლის სამართლის საქმე აღძრას მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალეობის მინიჭებისა და გაუქმების ფაქტზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური