ხმაური სემეკის სხდომაზე- გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს

0
370
ხმაური და დაპირისპირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე. სემეკის სხდომაზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრები მივიდნენ. მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა კომისიის წევრებისთვის ტარიფებთან დაკავშირებით კითხვების დასმას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ოპოზიციის წევრს განუმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ და არა ტარიფებს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს. 
წინა სტატიაყურის აწევა, თავში წამორტყმა, ყვირილი… – რა და რატომ ხდება სკოლებში?
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 გმირს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური