მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადაუღებელი წვიმის გამო, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში სახლები დაიტბორა

გადაუღებელი წვიმის გამო, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში სახლები დაიტბორა

Published on

გადაუღებელი წვიმის გამო, გურიაში, დაბა ურეკში, წვერმაღალას დასახლებაში სამ სახლში წყალი შევიდა, თუმცა ოჯახებისთვის ზიანი არ მიუყენებია. როგორც ოზურგეთის გამგეობაში აცხადებენ, სანიაღვრე არხში წყალი დროულად ვერ გატარდა, რამაც საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დატბორა. ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე იმყოფებოდა. ოზურგეთის გამგეობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მათივე განმარტებით, სოფელ შემოქმედში ერთი საცხოვრებელი სახლიც დაიტბორა, თუმცა მენაბდეების ოჯახმა საოჯახო ტექნიკის გადარჩენა შეძლო. გურიაში ამ დროისათვისაც ძლიერად წვიმს.ასევე, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმა იყო ბათუმში. აეროპორტის გზატკეცილსა და შერვაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოები დაიტბორა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და დროულად შეძლეს წყლის ამოტუმბვა. 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...