აჭარაში უამინდობაა, ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა

0
386
 აჭარაში უამინდობაა. ძლიერმა ქარმა ბათუმში ექვსი მაისის პარკში მაგნოლიის ხე მოგლიჯა. დაზიანდა ახლოს მდებარე მოსასვენებელი სკამები. ხეები წაიქცა ქობულეთშიც. ძლიერი წვიმის გამო, მუნიციპალიტეტში ისევ გააქტიურდა მეწყრული მოვლენები. სოფელ ჩაისუბანში მეწყერმა საფრთხე შეუქმნა კონცელიძეების საცხოვრებელ სახლს. შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ექვსი სოფელი ამ დროისთვის უშუქოდ არის დარჩენილი.
წინა სტატიაძლიერმა წვიმამ ქუთაისში ქუჩები დატბორა
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება- პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური