ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს. როგორც ვიუწყებოდით, გასრლა, სავარაუდოდ, ქუჩიდან, ავტომანქანიდან განხორციელდა. მოქალაქე ლ. ქუჩულორია ამ დროს საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და ჟურნალისტებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
"ოდიში ნიუსის" ინფორმაციით, დაჭრილი მამააცი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
დაჭრილის მამა ,,ოდიში ნიუსთან'' საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეიძლება ყოფილიყო თავდამსხმელი. ,, ჩემს შვილს ბევრი მეგობარი ყავს და საღამოობით აქ ყოველთვის სტუმრიანობა გვაქვს. ეს ამბავი რომ მოხდა, სახლში ვიყავი და წიგნს ვკითხულბდი, სროლის ხმაზე გამოვედი და ეზოში ეს სურათი დამხვდა'' – ამბობს იგი.
ექიმების განცხადებით დაჭრილს ერთი ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, ორი კი – ფეხზე. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ისიც, უკავშირდება თუ არა თავდასხმა დაზარალებულის ბიზნესსაქმიანობას.

