მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურჰესის თაღოვან კაშხალს UNESCO-ს ჟურნალმა "მსოფლიო მეკვიდრეობა" სტატია მიუძღვნა

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს UNESCO-ს ჟურნალმა “მსოფლიო მეკვიდრეობა” სტატია მიუძღვნა

Published on

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის UNESCO-ს ჟურნალმა "მსოფლიო მეკვიდრეობა" (World heritage) ენგურჰესის თაღოვან კაშხალს სპეციალური სტატია მიუძღვნა.
 
სტატიაში კაშხალი, წარმოდგენილია როგორც  მსოფლიო მასშტაბის მონუმენტური ჰიდროსაინჟინრო ნაგებობის თვალსაჩინო ნიმუში, ეროვნული კატეგორიის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლი.
 
 გამოცემა წერს, რომ ენგურის თაღოვანი კაშხალი მე-20 საუკუნის  სამოქალაქო ინჟინრების მიღწევების ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ მაგალითს წარმოადგენს.
 
„საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით ულამაზესი ნაწილში, მსოფლიო კაშხლებს შორის სიმაღლით მეექვსე და ულამაზესი თაღოვანი კაშხალი ენგური მდებარეობს. ეს იყო ყველაზე მაღალი თაღოვანი ტიპის კაშხალი 2010 წლამდე, სანამ ჩინეთის „სიაოვანის“კაშხლის მშენებლობა დასრულდებოდა. მისი სიმაღლე 292 მეტრს აღწევს. ენგურის თაღოვანი კაშხალი ფუნქციონირებს 1978 წლიდან. აშენების შემდეგ მასზე არ განხორციელებულა ცვლილებები, მისი ნამდვილობა და მთლიანობა სრულად არის შენარჩუნებული რაც გენიალური ინჟინერიის დემონსტრირებას ახდენს“,-აღნიშნულია სტატიაში.
 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ჰიდროსაინჟინრო ნაგებობის მორიგი აღიარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად წამოწყებული გრძელვადიანი სამუშაო პროცესისთვის.  
 
 
 

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...