მთავარისიახლეებისაზოგადოება„ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი...

„ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ბოლო დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული“- საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა

Published on

თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემდეგ პირებზე:ზუგდიდის მერობის კანდიდატები;პარტიების მიერ ზუგდიდის საკრებულოში წარდგენილი საარჩევნო სიების პირველ ნომრები;პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილ მერობის კანდიდატები. წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:ზუგდიდის მერობის კანდიდატად 6 პირია რეგისტრირებული, ამათგან 5 სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია. ზუგდიდის მერობის  ექვს კანდიდატს შორის მხოლოდ ერთია ქალი – ლელა ქებურია (ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის);
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიების პირველ ნომრებს შორისაც ქალი მხოლოდ ერთია (ანა წითლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 9 კანდიდატიდან, 6 შესაბიმისი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელია (ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, მარტვილი);ქართული ოცნებიდან წარდგენილი მერობის სამი კანდიდატი – ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა ქაჯაია (ხობი) და გოჩა კურდღელია (ფოთი) წინა წლებში იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ან/და საკრებულოს თანამდებობის პირები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”;ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა კურდღელია (ფოთი) და ლევან მაკალათია (აბაშა) არიან ბიზნესკომპანიების მეწილეები ან/და ხელმძღვანელები, წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია კი ბიზნესწილებს  წარსულში ფლობდა;წილები ცალკეულ კომპანიებში ასევე ფლობენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კონჯარია და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა;“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ფოთში, გოჩა კურდღელია ერთადერთია, რომელსაც შემოწირულობები ორი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის  აქვს გაკეთებული – მან თანხა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” შესწირა;ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ბოლო დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...