მთავარისიახლეებიპოლიტიკაწინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ

წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ

Published on

წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოთქვამენ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო. "საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ნიშანდობლივია, რომ პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით:
1. არათანაბარი მედია-გარემო:
1.1. საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხი“, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციულად ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა;
1.2. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე 2 დღით ადრე;
ასევე, გრძელდება ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე:
1.3. პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ეთერშიც საერთოდ აღარ არსებობს მოქმედი პოლიტიკური გადაცემა და წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს;
1.4. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომლის დასაცავად ქართულმა საზოგადოებამ ავტორიტარულ რეჟიმთან არნახული ბრძოლა გამოიარა, დღეს ქცეული არის მმართველი პარტიის პრესცენტრის დანამატად. არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპონდენტების შერჩევა – სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე.კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ საუკეთესო დროის (Prime Time) 49.61% „ქართულ ოცნებას“ ეთმობა, 19.67% – „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 30.72% – ყველა დანარჩენ სუბიექტს ერთად.
2. არათანაბარი ფინანსური რესურსი:
აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობები მიიღეს შემდეგი ოდენობით:
2.1. „ქართული ოცნება“ – 8 589 478 ლარი (91.78%);
2.2. „ევროპული საქართველო“ – 623 403 ლარი (6.66%);
2.3. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები – 146 170 (1.56%).
ცალკე საკითხია ხელისუფლების აღურიცხავი ფინანსური რესურსი (ე.წ. „შავი ფული“), რომელიც ბევრად აღემატება აუდიტის სამსახურში რეგისტრირებულ მონაცემებს.
მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საბოლოო დოკუმენტებში", – აღნიშნულია განცხადებაში. 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...