აზიური ფაროსანა ვაკის პარკშიც გამოჩნდა?

0
367
ვაკის პარკში დასავლეთ საქართველოსთვის უკვე კარგად ცნობილი მავნებელი  მწერი გამოჩნდა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერჯერობით არ აღიარებენ, რომ ეს დანამდვილებით აზიური ფაროსანაა.  
 
საკითხს სპეციალისტები სწავლობენ და თუ ის აზიური ფაროსანა იქნება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.- აცხადებენ სამინისტროში. 
 
”შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად იღებენ ზარებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აზიური ფაროსანას გამოჩენის შესახებ. ჩვენი თანამშრომლები გადიან ადგილზე, ამოწმებენ და ჩვენდა საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა. ეს არის ძირითადად ფაროსანას ის სახეობა, რომლებიც საქართველოში უკვე არსებობდა. დღეს შემჩნეული იქნა ვაკის პარკში ფაროსანას სახეობა, ჩვენი სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ იქ, სწავლობენ და შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ის აზიური ფაროსანა. თუ ფაქტი დადასტურდება, მაშინ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს არ არის აზიური ფაროსანა.'' –  აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
 
მისი თქმით, ,,აზიური ფაროსანა საშიში მწერი არ არის, რადგან ის არ იკბინება, არ გადააქვს მავნებლები. რა თქმა უნდა, იგი   ქმნის უსიამოვნო გარემოს, მაგრამ საშიში არ არის” .
 
,, უასიამოვნო სუნი და გარემო და სხვა არაფერი?  სოფლის მეურნეობის ერთერთ მესვეურს  სურათებზე მაინც არ უნახავს, რა ხდება დასავლეთ საქართველოში? 
 
 
 
 
წინა სტატიაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო
შემდეგი სტატიაგაუყვანს თუ არა დღეს ბიძინა ივანიშვილს ახირებას თბილისის საკრებულო?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური