მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაისად ,,ჯემ ფესტი'' აუცილებლად გაიმართება, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე

გაისად ,,ჯემ ფესტი” აუცილებლად გაიმართება, მაგრამ სახელმწიფო დაფინანსების გარეშე

Published on

მომავალი წლიდან  ელექტრონული მუსიკის ფესტივალი  სახელმწიფო დაფინანსების გარეშე გაიმართება .  
გუშინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ   სახელმწიფომ ,,ჯემ ფესტი“  არარ უნდა დააფინანსოს
განცხადებას ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა   ”ფეისბუქში” გამოეხმაურა. 
”დილიდან ყველა საინფორმაციო საშუალება მთხოვს გავაკეთო კომენტარი ეკონომიკის მინისტრის ნათქვამთან დაკავშირებით, რომ ის არ დაუჭერს მხარს „ჯემ ფესტისთვის“ სამომავლოდ თანხების გამოყოფას და მენეჯმენტში ყოფილა ხარვეზები.
 
გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო პერიოდი, არანაირი სურვილი არ მაქვს საშუალება მივცე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს გამოიყენონ ეს თემა და ვიქცე ხმაურიანი ისტორიის და კონფლიქტის მონაწილედ.
შემოვიფარგლები მხოლოდ ამ სტატუსით და არ გავაკეთებ არავითარ დამატებით კომენტარს.
 
პირველი: ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ. „ჯემ ფესტი“ შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს, ისევე როგორც სხვა პროექტებმა, ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად, თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ, მოგვიწევს მასშტაბების შემცირება, მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ, როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას, რასაც ანაკლიაში 32-დღიანი „ნონ სტოპ“ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ, „ჯემ ფესტი“ ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა.
 
რაც შეეხება ხარვეზებს და შეცდომებს. ვის რა უნდა გაეკეთებინა, ვის რა უნდა უზრუნველეყო და ვის რა უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ ვისაუბროთ არჩევნების შემდეგ (სურვილის შემთხვევაში). ისედაც ყველაფერი მე მბრალდება და ნამდვილად არ მინდა ამჯერად საარჩევნოდ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა დამწამონ”, – განაცხადა სიგუამ. 
 
 

სიახლეები

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...