მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებლის საერთაშორისო დღეს ზუგდიდში ღონისძიებით აღინიშნება

მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ზუგდიდში ღონისძიებით აღინიშნება

Published on

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.მასწავლებელთა საერთშორისო დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.იუნესკოს თანახმად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.განათლების საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, დარწმუნებულია, რომ მასწავლებელთა საერაშორისო დღე მნიშვნელოვანი თარიღია და ის მთელ მსოფლიოში უნდა აღინიშნებოდეს. განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებელთა საერთშორისო დღის წესდებაში ჩადებული მუხლები ყველა ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს.განათლების საერთაშორისო ფედერაციისა და მისი 401 წევრი ორგანიზაციის ძალისხმევით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღის პოპულარიზაცია მოხდა. შედეგად, დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ.განათლების საერთაშორისო ფედერაცია ასევე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ კამპანიებსა თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა მნიშვნელობისა და ღვაწლის სათანადოდო ჩვენება.მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი "ოდიში" გიწვევთ კონცერტზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით.კონცერტზე მონაწილეობენ რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ჩელა"- (უფროსი თაობა) ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია",უხუცესთა ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია",ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ცისკარი", "ჩელა", "თუთარჩელა", "ყილოშტყებამეფი", "იმერი", "სიჭაბუკე", "ფენიქსი". 
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...